ყველასათვის საყვარელი მომღერალი და პროდიუსერი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში კონცერტებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.
მისი თქმით, შემოქმედებითი პაუზა აქვს და ახალ პროგრამაზე მუშაობს.
„ბევრი მწერს, რატომ არ მაქვს კონცერტები და გუშინ რატომ არ მქონდა.
წლის დასაწყისში დაგეგმილი იყო 14 თებერვალიც, ასევე 8 მარტი, მაგრამ ყველა მოვხსენი.
სანამ თქვენ მოგბეზრდებოდათ, მე მოვიბეზრე და ახალ ჟღერადობაზე და პროგრამაზე ვმუშაობ.
მოკლედ რემონტზე ვარ :))
ჯერჯერობით არ ვიცი როდის დავბრუნდები, მაგრამ ცხელ-ცხელ სიმღერებს გიმზადებთ და ძალიან მალე იქნება“,- წერს სტეფანე მღებრიშვილი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ევროპაში კინოცენტრის საერთაშორისო წარმომადგენლად სოფია ბაბლუანი დაინიშნა
⭕წვიმა, თოვლი და ტემპერატურის ვარდნა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი