Digest Logo

🎥 „ბიჭებო, უფრთხილდით ინტერნეტში გაცნობილ „გოგოებს”, რომლებიც ვითომ საკუთარ ინტიმურ ვიდეოებს გიგზავნიან“ - რას წერს ბაია პატარაია

1696363100
ბაია პატარაია

„მოკლედ, ნუ გაუგზავნით ისეთ ინტიმური შინაარსის ვიდეოს უცხო პირს, სადაც თქვენი სახეც ჩანს. და თუ მაინც ასეთი ამბავი შეგემთხვათ, ფულს მაინც ნუღარ მიახარჯავთ ზედ“ - ამის შესახებ უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს და კაცებს მიმართავს.

„ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა საფარი კაცების უფლებებსაც იცავს.

ბიჭებო, უფრთხილდით ინტერნეტში გაცნობილ „გოგოებს”, რომლებიც ვითომ საკუთარ ინტიმურ ვიდეოებს გიგზავნიან და თქვენც იმავეს გთხოვენ. უკვე არაერთი შემთხვევა დაგვიფიქსირდა, რომ ბიჭებს ფულს სძალავენ ფეიკპროფილები, რომელთა იდენტიფიცირება რთულია და ხშირად საზღვარგარეთ გადის კვალი.

მოკლედ, ნუ გაუგზავნით ისეთ ინტიმური შინაარსის ვიდეოს უცხო პირს, სადაც თქვენი სახეც ჩანს. და თუ მაინც ასეთი ამბავი შეგემთხვათ, ფულს მაინც ნუღარ მიახარჯავთ ზედ.

კონსულტაციისთვის დაგვირეკეთ და ჩივილს თუ დააპირეთ, დაგაკვალიანებთ კიდეც.

პ.ს. ამ პოსტის შთაგონება ჩვენი იურისტი ცირასაგან მოდის. მალე ფრთებიც ამოგივა.
პ.პ.ს. ხუმრობა იქით იყოს და, ახალგაზრდა კაცებთან კარგა ხანია ვმუშაობთ და კიდე უფრო მაგარი რაღაცების გაკეთებას ვაპირებთ ბიჭებისათვის, ამიტომ ეგრეც არაა რა…“, - წერს ბაია პატარაია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ზურიკო დავითაშვილი მალე მამა გახდება - ფეხბურთელის ჟესტი გატანილი გოლის შემდეგ

🎥 „მე ჩემი პლანეტით ვიყავი მარსზე“ - რა კადრებს ავრცელებს ირაკლი მაქაცარია

🎥 „დღევანდელ რეპეტიციაზე განსაკუთრებული სტუმრები გვყავდა!“ - რა კადრებს ავრცელებს „სუხიშვილები“