Digest Logo

🎥 ბირმინგემში როკის ლეგენდას, ოზი ოსბორნს დაემშვიდობნენ

1753945333
 ოზი ოსბორნს დაემშვიდობნენ

ინგლისში, ქალაქ ბირმინგემში Black Sabbath-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის და „ჰევი მეტალის ნათლიის“ ოზი ოსბორნის გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა.

პროცესიამ ქალაქის ქუჩებში ოზისთვის მნიშვნელოვანი ადგილები მოიარა.

Black Sabbath-ის ხიდზე, სადაც თაყვანისმცემლები ოსბორნის პატივსაცემად ყვავილებს ტოვებდნენ, მუსიკოსის ოჯახის წევრები მივიდნენ. ათობით ათასი გულშემატკივარი მათ აპლოდისმენტებით და მხარდამჭერი შეძახილებით დახვდა.

ოზი ოსბორნი 22 ივლისს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2 კვირით ადრე კი Black Sabbath-თან ერთად რეკორდული საქველმოქმედო გამოსამშვიდობებელი კონცერტი გამართა. მუსიკოსს დღეს, დახურულ ცერემონიაზე დაკრძალავენ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ბიბლიური სცენარი მეორდება...უკონტროლო ხდება მდგომარეობა...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე პალესტინა-ისრაელის ომზე

⭕ „საქართველოში ფიქსირდება ტროპიკული ღამეები“- კობა ფარტენაძის ამინდის პროგნოზი

„სავარაუდოა საინტერესო წინადადებების მიღება ან ძველი კავშირის აღდგენა“ - 31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი