Digest Logo

„ბოდიში არა, მაგრამ მადლობით მინდა დავიწყო, რომ არ დავწვით რუსთაველის თეატრი“ - ქეთი ხიტირი

1678450065
ქეთი ხიტირი

რუსთაველის თეატრის მსახიობი ქეთი ხიტირი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ასახულია, რომ თეატრის შენობას შუშები აქვს ჩამსხვრეული.

🔵 „სამწუხაროა, რომ სტუდენტების გვერდით არ გვხვდება სასულიერო სემინარია-აკადემიის ახალგაზრდა და პერსპექტიული მღვდლების ხმა“ - მამა ანდრია სარია

„ბოდიში არა, მაგრამ მადლობით მინდა დავიწყო, რომ არ დავწვით რუსთაველის თეატრი.

გაზი უსროლიათ იმ შუშისთვის, რომელიც ჩაიმტვრა.

იმედია მე ვინც მიცნობს, მე ბევრ თქვენგანს არც ვიცნობ.

იცით რომ შუშაზე არ ვდარდობ !

მეორედ რომ გადაურჩა დაწვას რუსთაველის თეატრი ის მახარებს !

და ძალიან ამაყიც ვარ ..მადლობელიც აქციაზე მყოფი ახალი თაობის!!

იმ არჩევანისთვის, რასაც ირჩევენ და არასდროს დანებდებიან რუსეთს!!

მე სხვა რამეზე ვდარდობ, არა იმიტომ, რომ რუსთაველის თეატრის მსახიობი ვარ (და ისე ვამაყობ როგორც თეატრალურში სწავლისას ვამაყობდი ამ თეატრის არსებობით და მომავალშიც ვიამაყებ! )არც ჩემი სამხატვრო ხელმძღვანელი მგონია ჩემი პატრონი:))

ამ თეატრის სულისჩამდგმელი ილია იყო…

ახმეტელი კი რეჟიმის მსხვერპლი!

ამ თეატრს ნუ შეაფურთხებთ ბუმერანგივით მოგიბრუნდებათ თქვენივე ფურთხი შუბლში!“,- წერს ხიტირი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„როგორც თევზი წყალში ისე ვგრძნობ თავს, როდესაც სიტუაცია დაძაბულია“ - ლალი მოროშკინა

🔵„როგორ ეძინათ ნეტა ქვეყნის 78 მტერს - საბანი რომ წაიფარეს და მარტონი დარჩნენ სინდისთან ?“ - ბაია დვალიშვილი