მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია, რომელიც ამერიკაში სწავლობს, სოციალურ ქსელში პარლამენტის მიერ მიღებულ და შემდეგ უკვე ჩაგდებულ ე.წ. აგენტების კანონპროექტის ირგვლივ აგორებულ საპროტესტო ტალღას ეხმაურება.
როგორც სასულიერო პირი წერს, აქციაზე სადაც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები გამოვიდნენ, აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ სასულიერო სემინარია-აკადემიის ახალგაზრდა მომავალი მღვდლებიც.
🔵 „ამ კანონის მიხედვით მეც აგენტი ვიქნები, რადგან ამერიკაში ვსწავლობ“ - მამა ანდრია სარია
მღვდელ-მონაზონი აღნიშნავს, რომ პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ხელში ძნელია ეს ნაბიჯი გადადგას სტუდენტმა, მაგრამ მისი თქმით, არც სხვა სტუდენტებისთვის და პროფესორ-მასწავლებლებისთვის იყო ადვილი ქუჩაში გამოსვლა და გაზის ჩასუნთქვა.
„ეკლესია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან აქტივობებში სულიერი ცენტრის პოზიციას უნდა იკავებდეს.
სამწუხაროა, რომ სტუდენტების გვერდით არ გვხვდება სასულიერო სემინარია-აკადემიის ახალგაზრდა და პერსპექტიული მღვდლების ხმა, რომელთა მოწოდებაც სხვა თანატოლებთან და სტუდენტებთან გვერდში დგომით უნდა გამოიხატებოდეს.
მესმის, რომ სემინარიის რექტორ, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ხელში ძნელია ეს ნაბიჯი გადადგა, მაგრამ არც სხვა სტუდენტებისთვის და პროფესორ-მასწავლებლებისთვის იყო ადვილი ქუჩაში გამოსვლა და გაზის ჩასუნთქვა.
ეკლესიას გარედან ვერავინ მიხედავს, ეკლესიის გონებრივი, სულიერი და სხეულებრივი განსპეტაკება უნდა დაიწყოს შიგნიდან.
ჩემს დროს 500-მა სტუდენტმა ამოიღო ხმა და ღიად ისაუბრეს შიდა პრობლემებზე.
დარწმუნებული ვარ ეპისკოპოსებსაც მიეცემათ ზურგი თუ გაერთიანდება სასულიერო სასწავლებლის მოწაფეთა ხმა და შეუერთდება გონებაგახსნილ ახალგაზრდობას, რომლებისთვისაც ევროპული მომავალი და თავისუფლების გზა მნიშვნელოვანია.
ღმერთმა დაგლოცოთ და შეგაძლებინოთ!
ისაუბრეთ ხმამაღლა, ეს არის ერთადერთი გადარჩენის გზა და გამოსავალი!“,- წერს სასულიერო პირი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„როგორც თევზი წყალში ისე ვგრძნობ თავს, როდესაც სიტუაცია დაძაბულია“ - ლალი მოროშკინა