
მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვარი, მამა ბენიამინ ბელქანია სოციალურ ქსელში პერიოდულად მისი ქადაგებებიდან ვიდეოებს აქვეყნებს ხოლმე და საზოგადოებას უზიარებს.
ამჯერად იგი ავრცელებს მორიგ საინტერესო ქადაგებას, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„სახარებაში წერია, რომ ბოლო ჟამს განქარდება სიყვარული. მზე რომ არ იყოს ჰო სიცივით მოვკვდებით, ასევეა მადის გარეშე ადამიანებს წარმართავს თავმოყვარეობა ეს გვეხება ჩვენ მორწმუნეებს. მე რომ აღსარებას ვიღებ, მომისმენია ისტორიები, ოჯახებში უთანხმოება რატომ არის? ცოლ-ქმარი ფიქრობს რომ ერთმანეთს არ იმსახურებენ და ისეთი სიყვარული არ აქვთ. ხშირად ასეთი წყვილები შორდებიან ხოლმე. ამას კიდევ ემატება ფილმები და სანახაობები, რომლებსაც ყოველდღიურად ვუყურებთ. ეს რეჟისორი კიდე ვის ხელშია? მისი ნიჭი და აზრები ან ღვთისგან მოდის ან ეშმაკისგან. ქრისტიანობაში კიდევ ლოცვაც გვაქვს მტრისთვის. ამიტომ გული მიკვდება როდესაც ცოლ-ქმარი პატარა რაღაცაზე კამათობს. როგორ უნდა შეხედოს ცოლმა ქმარს თუ კი მას სიყვარული და ყურადღება აკლია? თუმცა ადამიანები იმისთვის ვართ, რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ და გავუგოთ. სრულყოფილი არავინ არის, ასეთი მხოლოდ ღმერთია“, - ამბობს მამა ბენიამინ ბელქანია.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ვინ და როგორ გავლენას ახდენს ბავშვის ცხოვრებაზე - სპეციალისტის რჩევები