იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში გამომწერებს საკუთარ მოსაზრებას უზიარებს.
მისი თქმით, არ არსებობენ ბოროტი ადამიანები, არსებობენ მხოლოდ უბედურები.
გარდა ამისა, ქეთევან ჯანდიერი წერს, რომ ადამიანი ყველაზე საშიში მაშინ ხდება, როცა მას საკუთარი ბედის არჩევის უფლებას აძლევ. თავისუფლება, რომელიც თითქოს საჩუქარია, შეიძლება გახდეს მისი ყველაზე მძიმე განაჩენი - როცა გატეხილი სული არჩევანში კიდევ უფრო იჭრება და შეცდომაში შედის:
„ხშირად გვგონია, რომ ადამიანები „ბოროტდებიან“. თითქოს ბოროტება არსებობდეს როგორც ცალკე მატერია, ტყვეობიდან გამოპარული სულივით, რომელიც ერთ დღეს თავის მსხვერპლს იპოვის, მაგრამ სიმართლე ბევრად უფრო მწარე და მარტივია: ბოროტები არ არსებობენ - არსებობენ მხოლოდ უბედური ადამიანები.
უბედურება ხდის ადამიანს დაუნდობელსა და სასტიკს. არა იმიტომ, რომ ის ასე იბადება, არამედ იმიტომ, რომ იმდენჯერ უღალატა, რომ მანაც ტკივილით დაიწყო ლაპარაკი.
საინტერესოა, რომ ადამიანი ყველაზე საშიში მაშინ ხდება, როცა მას საკუთარი ბედის არჩევის უფლებას აძლევ.
თავისუფლება, რომელიც თითქოს საჩუქარია, შეიძლება გახდეს მისი ყველაზე მძიმე განაჩენი - როცა გატეხილი სული არჩევანში კიდევ უფრო იჭრება და შეცდომაში შედის.
სიკვდილი? ადამიანმა ყოველთვის იცის, რომ მოკვდავია, მაგრამ მის სულის შიშს სწორედ მოულოდნელობა ამძაფრებს. “მოულოდნელად მოკვდავია” ის, ვისაც გუშინ ეგონა, რაღაცას მართავდა, დღეს უძრავად წევს ფიცრის ყუთში. და ეს არის ყველაზე ცხადი და მამხილებელი სიმბოლო იმისა, რამდენად მცირე ძალა გვაქვს იმაზე, რასაც „ცხოვრების კონტროლს“ ვეძახით. “აგურიც ისე უბრალოდ, არსაიდან, არაფრისთვის, არასდროს _ დაეცემა არავის.”
ამით უნდა დაეწყოო იტყვიან, მაგრამ ბოლოს, ეს პატარა ზღაპარიც მოვყვეთ, რომელიც საკუთარ თავში მთელ ფსიქოლოგიას ატარებს: იყო ერთი დეიდა. შვილები არ ჰყავდა, ბედიც თითქოს გვერდზე ჩაუვლიდა ხოლმე.
თავიდან მან დიდხანს იტირა, მერე კი ბოროტ დეიდად გადაიქცა..
სწორედ ასე იქცევა დაუმუშავებელი ტკივილი, მძვინვარე ბოროტებად.
შეიძლება, ჩვენ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ, მაგრამ საგნები, რომელთა შესახებაც ვლაპარაკობთ, იგივე რჩება:
ადამიანის სული იქმნება იქ, სადაც მას ან ტკივილი ხსნის, ან სიყვარული.
და ვინც სიყვარულს ვერ შეხვდა, ხშირად თვითონაც ხდება ტკივილი..“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕5 მიზეზი, რატომ ღირს დილის დაწყება ცხელი წყლით - „დილა იწყება არა ყავით, არამედ სხეულის გაღვიძებით“