Digest Logo

„მკვეთრად შეიცვლება ენერგეტიკული ფონი... ფსიქიკა უფრო სხარტი ხდება, გონება სწრაფად აღიქვამს სიახლეს“ - 2 ოქტომბრის ასტროპროგნოზი

1759401739
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული ასტროლოგიური გვერდი  AstroBlog SkyLight  ფეისბუკზე 2 ოქტომბრის ასტროპროგნოზს გვიზიარებს. 

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მთვარემ „თხის რქის“ ნიშანი დატოვა და დღეიდან მერწყულში გადაინაცვლა, რის გამოც მკვეთრად შეიცვლება ენერგეტიკული ფონი:

„დღეს მკვეთრად შეიცვლება ენერგეტიკული ფონი, რადგან მთვარემ უკვე დატოვა თხის რქის ნიშანი და გადაინაცვლა მერწყულში. ეს ააქტიურებს მეტი თავისუფლების, მოქნილობის და მოულოდნელობების ენერგიას.
გარდა ამისა, ჩვენი ფსიქიკა უფრო სხარტი ხდება. გონება უფრო სწრაფად აღიქვამს სიახლეს. ჩვენი შინაგანი განწყობა მიმართულია ცვლილებებისკენ და მარტივად ვახდენთ ადაპტაციას უჩვეულო სიტუაციებთან.

თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ დღის პირველ ნახევარში ჯერ კიდევ იმოქმედებს გარკვეული დაძაბული ასპექტები – ეს არის მთვარის შეერთება პლუტონთან და კვადრატი მარსთან.

ამიტომ, დღის პირველი ნახევარი შეიძლება ცოტა რთული აღმოჩნდეს.

ასეთი ასპექტები ზრდის კონფლიქტურობას, ავარიულობასა და გაღიზიანებას. ამიტომ დილით უმჯობესია თავი შევიკავოთ, არ ვიჩქაროთ და არ ავყვეთ პროვოკაციებს. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით მგზავრობისას და ურთიერთობებში, რადგან ერთი არასწორი ჟესტი ან სიტყვა შეიძლება ჩხუბის გამომწვევი გახდეს.

თუმცა, შუადღის შემდეგ ატმოსფერო მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და ჩვენც ვიგრძნობთ მთვარისა და მზის ჰარმონიული ასპექტის გავლენას, რაც მზის შუქივით იქნება ღრუბლიანი ამინდის შემდგომ. მზე/მთვარის ტრიგონი მოგვიტანს მეტ თავდაჯერებას, ოპტიმიზმს და საკუთარი თავის რწმენას. ვიგრძნობთ ძალების მოზღვავებას და, რაც მთავარია, სიტუაციების კონსტრუქციულად გადაჭრის უნარს. ამიტომ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე, როგორიცაა მოლაპარაკებები, შეხვედრები, დოკუმენტების გაფორმება, იდეების განხილვა ან ნებისმიერი საქმის განხორციელება, უმჯობესია დავგეგმოთ დღის მეორე ნახევარში.

დღის მეორე ნახევარი ასევე წარმატებული იქნება ტექნიკის, გაჯეტების, ელექტრონიკისა და უძრავი ქონების შესყიდვებისთვის.

საღამო განსაკუთრებით კარგია მშვიდი და სასიამოვნო ურთიერთობისთვის, ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ახალი გეგმების განსახილველად ან თქვენი იდეების გასაზიარებლად იმ ადამიანებთან, ვისი აზრიც თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მთვარის დღეების ენერგეტიკა. 16:25 საათამდე ჩვენზე გავლენას იქონიებს მე-11 მთვარის დღის ენერგიები, რაც მთვარის თვეში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დღედ ითვლება. ძველი ტრადიციების მიხედვით, მას უწოდებდნენ ხმლის ან ხერხემლის დღეს, რადგან ეს დროა, როდესაც ჩვენთან უზარმაზარი ენერგიის ნაკადი მოდის.

თუ ამ ენერგიას სწორად გამოვიყენებთ, დღეს შეგვიძლია გავააქტიუროთ ჩვენი ყველა ენერგეტიკული ცენტრი, ჩვენი ჩაკრები. ეს დღე გვაძლევს შინაგანი სიმტკიცის შეგრძნებას, თითქოს უფრო დიდები, ძლიერები და მყარები ვხდებით.

ითვლება, რომ სწორედ ამ დღეს ხდება ხერხემლის, როგორც ჩვენი ენერგეტიკული ღერძის, გააქტიურება, რასთან ერთადაც იღვიძებს ორგანიზმის ფარული რეზერვები.

თუ ამ ენერგიას სწორად გამოიყენებთ, დღეს იგრძნობთ არაჩვეულებრივი სასიცოცხლო ენერგიის, თავდაჯერებულობისა და განზრახვის ძალის მოზღვავებას. თუმცა, როგორც ყველაფერს ამ სამყაროში, ამ დღესაც აქვს მეორე მხარე.

თუ ადამიანი ვერ აკონტროლებს თავს და ნეგატიური ემოციები ჭარბობს დადებითს, მაშინ მთელი ეს ძალა შეიძლება გადაიქცეს აგრესიად, კონფლიქტებად, დამანგრეველ ქმედებებად. ამიტომ მთავარი რჩევა მეთერთმეტე მთვარის დღისთვის – შეინარჩუნეთ ცნობიერება და მიმართეთ ეს ძლიერი ენერგია შექმნისკენ და არა პირიქით.

იმისთვის, რომ ეს ენერგია თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ, ამ დღეს სასარგებლოა ფიზიკური პრაქტიკებით დაკავება. განსაკუთრებით კარგია ხერხემლის ვარჯიშები, პილატესი, იოგა, ტანვარჯიში, ცურვა.

გირჩევთ, სწორედ დღეს მიიღოთ მნიშვნელოვანი და მტკიცე გადაწყვეტილებები.

დაიწყეთ ისეთი აქტივობები, რომლებიც საჭიროებს ძალას, გამძლეობას, როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ დონეზე.

არ არის რეკომენდებული გაბრაზება, ჩხუბი, საკვების ან ალკოჰოლის გადამეტება, გაუაზრებელი ქმედებები, რათა დღის ძლიერი ენერგია თქვენს საზიანოდ არ გადაიქცეს.

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს მეთერთმეტე მთვარის დღის სიმბოლოა ხმალი, ცეცხლოვანი ხმალი. ეს არ არის იარაღი სხვების წინააღმდეგ, არამედ არის ჩვენი შინაგანი სამართლიანობის, სიბრძნისა და ნების ხმალი. დღეს მნიშვნელოვანია შეიგრძნოთ, რომ ეს ხმალი თქვენს ხელშია.

სწორედ თქვენ წყვეტთ, სად მიმართავთ ამ ენერგიას: განადგურებისკენ თუ შემოქმედებისკენ.

ძვირფასო მეგობრებო, მოდით, ეს დღე გონივრულად და ცნობიერად გავატაროთ, რადგან დღეს თითოეულ ჩვენგანს ხელში უჭირავს თავისი ძალის ხმალი. დაე, დღევანდელი დღის ძალამ მიგვიყვანოს გამარჯვებამდე და წარმატებამდე!

დაე, დღევანდელმა დღემ მოგიტანოთ თავდაჯერება, ახალი იდეები და სასიხარულო აღმოჩენები!“, - წერია ასტროლოგიურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მეათე თვე არის ფორტუნას ბორბალი, ეს არის ძალიან დიდი იღბალი, მიღწევები“ - თათია გარანიძე ოქტომბრის პროგნოზზე

„ეკლესიაში სიარული, პირჯვრის წერა და ღმერთო დამეხმარეს ძახილი არ არის საკმარისი, ქრისტე არის მდგომარეობა, ცნობიერება, ყოფა“ - ლევან მათითაშვილი

„პირდაპირ ასახავს როგორც ფიზიკურ დატვირთვებს, ისე ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას“ - ზურგის სხვადასხვა ნაწილის ფსიქოსომატიკა