14 დეკემბერს, UFC-ის წლის ბოლო ღონისძიების ძირითად ბადეში გიგა ჭიკაძე არგენტინელ კევინ ვალეხოსთან მეორე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა.
ჭიკაძემ ბოლო 4 ბრძოლიდან 3 ბრძოლა დათმო, ბოლო 2-დან კი ორივეში დამარცხდა.
გიგა ჭიკაძემ საზოგადოებას მარცხის შემდეგ მიმართა და სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა:
„კარგი დრამა იქით იყოს და ყველაფერი კარგად მაქვს. თავს კარგად ვგრძნობ, ბრმა დარტყმა გავუშვი და ეგ იყო და ეგ, მანამდე თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი.
P.S. იმ 1%-ს ვისაც ძალიან გაგიხარდათ გილოცავთ (რა ვიცი სხვა რა „გითხრათ“) და ჩემ საყვარელ ხალხს ვისაც გული შეგტკივათ კი მინდა გითხრათ რომ ძალიან მაგრად მიყვარხართ, ყველაფერი კარგად მაქვს, ცოტას დავისვენებ და დაგიბრუნდებით 2026-ში!
უფალი გფარავდეთ“, - წერს გიგა ჭიკაძე.
ჭიკაძის ანგარიშზე MMA-ში 15 მოგება და 6 მარცხია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა ასაკიდან უნდა მივიდეს ბავშვი ტაძარში? - სასულიერო პირის განმარტება