Digest Logo

„ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა გაურკვევლობაში მყოფი ადამიანი, რომელმაც არ იცოდა ქვეყნის შიდა მდგომარეობა“ - რას წერს დომენიკ მანგო

1647765253
დომენიკ მანგო

სამოქალაქო აქტივისტი - კუკური ბარამიძე, იგივე დომენიკ მანგო უკრაინაში მოხალისედ იმყოფება. ის სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და უკრაინაში მოხალისედ ჩამომსვლელთა საყურადღებოდ საგანგებოდ მიმართავს.

„უკრაინაში მოხალისედ ჩამომსვლელთა საყურადღებოდ:

ქვეყანაში მოქმედებს პაროლის პრინციპი, შეიარაღებულია მოსახლეობა და ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ. მოხდა რამდენიმე ინციდენტი, როდესაც ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა გაურკვევლობაში მყოფი ადამიანი, რომელმაც არ იცოდა ქვეყნის შიდა მდგომარეობა.

ვისაც გაქვთ სურვილი უკრაინაში ჩამოსვლის (მხოლოდ საბრძოლო გამოცდილების მქონე ადამიანებს) და გსურთ შეიტანოთ თქვენი წვლილი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, დამიკავშირდით ნომერზე (ვოთსაპის მეშვეობით) ‪+48 694 812 741‬ და მე გაგიკვალავთ გზას ჩვენამდე პოლონეთიდან. ორგანიზებული ავტობუსების გამომგზავრება თბილისიდან შეჩერებულია, ვინაიდან საზღვრებზე პრობლემა იქმნება. ტელეფონზე პასუხს მაქსიმალურად ვცდილობ, თუ რამდენიმე ზარზე ვერ გიპასუხეთ, რადგან ზოგჯერ საავიაციო დაბომბვებია, არ შეწყვიტოთ რეკვა.
ნუ მომწერთ წერილებს პირად წერილებში, მათი გახსნის და წაკითხვის დრო აქ არ არის. მხოლოდ ზარის მეშვეობით დამეკონტაქტეთ“, - წერს დომენიკ მანგო.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵 VIDEO: რას ჰყვებიან ქალზე, რომელიც ამბობს, რომ პუტინი მისი შვილია - დიქტატორის დედა თუ გამოგონილი ისტორიის გმირი

🔵როგორ ცხოვრობს ალა პუგაჩოვა რუსეთიდან წასვლის შემდეგ - ნახეთ, როგორ ისვენებს ოჯახი (ფოტო)

🔵„მაშინ, როცა სხვებს თბილად და ტკბილად სძინავთ... პატივი ეცით იმ ადამიანების შრომას, რომლებიც -10, 11 გრადუსში იყინებიან“ - სოფიო კობაიძე