Digest Logo

„მაშინ, როცა სხვებს თბილად და ტკბილად სძინავთ... პატივი ეცით იმ ადამიანების შრომას, რომლებიც -10, 11 გრადუსში იყინებიან“ - სოფიო კობაიძე

1647762772
სოფიო კობაიძე

„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი სოფიო კობაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „პური მეპურემ უნდა გამოაცხოს!“. ის ფეისბუკზე ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ მეათე დღეა თანამშრომლები  უწყვეტ რეჟიმში წმენდენ გზებს, მაშინ როცა სხვებს თბილად სძინავთ.

მეათე დღეა უწყვეტ რეჟიმში ვწმენდთ გზებს, მაშინ, როცა სხვებს თბილად და ტკბილად სძინავთ..

ვმუშაობთ დასვენების დღეებში, როცა სხვები ერთობიან..

„თბილსერვის ჯგუფის" რიგითი თანამშრომლიდან - დირექტორამდე..

ჰო, ვიცით, ჩვენი საქმეა და ვმუშაობთ...ვმუშაობთ დიდი პასუხისმგებლობით...

იმ „სხვების" საქმე კიდევ ისაა, მინიმუმ ენა, ხელები გააჩერონ და თავი შეიკავონ არაადეკვატური აზრების გამოხატვისა და კომენტარების წერისაგან ამ ურთულეს ვითარებაში...

პატივი ეცით იმ ადამიანების შრომას, რომლებიც -10, 11 გრადუსში იყინებიან.

საკუთარი ეზოები თავად გაწმინდეთ ნიჩბებით, ცივილიზებულ ქვეყნებში ასე იქცევიან.. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს არ აქვთ ვალდებულება კარდაკარ იარონ.. მსგავსი პრეტენზიები მხოლოდ ინტელექტისა და კულტურის დაბალ დონეზე, ან უარეს შემთხვევაში, საერთოდ არქონაზე მიუთითებს.

და კიდევ, კომპანიის კომპეტენციას იმ ტერიტორიების გაწმენდა წარმოადგენს, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს..

როგორმე, თავი შეიკავეთ და საგუნდაოდ ნუ წახვალთ კოჯორსა და წავკისში მანქანებით, რომლებსაც ზამთრის საბურავებიც კი არ აქვთ, ნუ გამოიბამთ უკან ციგებით ბავშვებს-საშიშია ძალიან.. ნურც ველოსიპედებით დაადგებით წყნეთის გზას-ექსტრიმის დროა არაა ახლა!
და კიდევ - „პური მეპურემ უნდა გამოაცხოს!“, -  წერს სოფიო კობაიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„საგანგებოდ დაასუფთავეთ სახლი, გადაყარეთ ძველი და გამოუსადეგარი ნივთები, შეურიგდით თქვენს ახლობლებს“ - ასტროლოგის საგანგებო მიმართვა

🔵„დაამუშაოს და გამოკვებოს ოჯახი“ - ვინ არის კაცი, რომელიც მრავალშვილიან ოჯახს საკუთარ სახლს უთმობს

🔵„რასაც თვითონ აკეთებს, ეს კაცის პროვოკაცია, იგივე ჰგონია სხვაზეც ამ საცოდავს“ - ვახო სანაია ირაკლი ჩიხლაძეს დაუპირისპირდა