ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი ქეთა ბარამიძე მსახიობ თამარ მაყაშვილს მხარდასაჭერ პოსტს ფეისბუკის პირად გვერდზე აქვეყნებს და წერს, რომ მსახიობი არ იმსახურებდა იმ სასჯელს, რაც მის მიერ გაჟღერებულ ფრაზას მოჰყვა.
„იმდენად გაოგნებული ვარ, მართლა არ ვიცი რა ვთქვა, ქალბატონი თამარ მაყაშვილის გამო ძალიან ვწუხვარ. მე ვფიქრობ, რომ ასე მწარედ დასჯას არ იმსახურებდა. ადამიანს არ უთქვამს ცუდად, უბრალოდ, სხვანაირად გამოუვიდა და სხვათა შორის, ბოდიშიც მოიხადა.
საზოგადოებისგან ასეთ გადავლას არ იმსახურებდა. ეს უნიჭიერესი არტისტი, მე ახლა დამაკავეს სპექტაკლში, სადაც თამარიც მონაწილეობდა, მაგრამ სამწუხაროდ…
დროებით თამრო გაუქმდა სპექტაკლიდან, აი უზომოდ მწყინს, რომ ასე გამძაფრდა ყველაფერი, მაგრამ მე ზუსტად ვიცი თამრომ რაც იგულისხმა და როგორ. ჩვენს საზოგადოებას თავი ისე გამოგვყავს, ვითომ მსგავსი არასდროს არავისთან გვითქვამს.
ჩაიხედეთ თქვენს გულებში. არ გეცოდებათ ეს ქალი, უბრალოდ, ასე რომ გაწირეთ? ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ადამიანები ერთ ფრაზას რომ არ აპატიებენ ერთმანეთს, იმიტომ არის ჩვენი საქმე კარგად!!! მე ძალიან ნაწყენი ვარ მომხდარის გამო. არ იმსახურებდა ეს ქალი ამდენი ადამიანის ზიზღს! თამარ, მოკლედ, ძალიან მიყვარხარ და გაფასებ, არ იდარდო, გთხოვ“, - წერს ქეთა ბარამიძე.
ცნობისთვის ტელეკომპანია იმედის ეთერში მსახიობმა თქვა: „არასდროს ვაცმევდი ამათ სულელურ კაბებს და იმ დღეს გავიხედე, კატოს არ აცვია ხულოელი ბავშვივით რაღაც საშინელი ბეშუმური კაბა“.
თავად ტელეკომპანია „იმედი“, შექმნილი უხერხულობის გამო, წუხილს გამოთქვამს და ადასტურებს პატივისცემას იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც რესპონდენტის მიერ ეთერში ნათქვამი შეურაცხყოფად მიიღეს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„გემუდარებით, გადამირჩინეთ შვილები“ - მანანა არჩვაძე-გამსახურდია მიმართვას ავრცელებს
🔵„გილოცავთ, ოფიციალურად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირიან ქვეყანაში ვცხოვრობთ“ - ლუკა ნაჭყებია
🔵🎥 „წყალი ყინულივით ცივი იყო“ - რა კადრებს აქვეყნებს ნანუკა სტამბოლიშვილი
წყარო: www.alia.ge