სპორტული ჟურნალისტი, ბიძინა ბარათაშვილი სერია ა-ს გასულ ტურში „რომასა“ და „ნაპოლის“ მატჩს დაესწრო. მან გადაცემაში „ბურთი და მოედანი“ რომაული ვოიაჟის შესახებ ისაუბრა.
როგორც თავად აღნიშნა, იტალიაში ფეხბურთის მხატვარ - ხვიჩა კვარაცხელიაზე ბევრი გიჟდება.
„გიჟდებიან იტალიაში კვარაცხელიაზე, მართლაც საოცარი რაღაცაა. რომში ტაქსიში ჩავჯექი, გავიცანით ერთმანეთი, მან თავისი წარმომავლობა მომიყვა და მე ჩემი ვუთხარი. თავად „რომას“ ფანი იყო, როდესაც გაიგო, რომ ქართველი ვიყავი, მითხრა, ხომ იცი, „ნაპოლიში“ ქართველი, რომ თამაშობს, დღეს სერია ა-ში მისნაირი მოთამაშე არ გვყავსო.
თუ სადმე გაიგონებენ, რომ ქართველი ხარ, თუ ზოგადად წარმოდგენა აქვთ ფეხბურთზე, უკვე ყველამ იცის ჩვენი ქვეყნის შესახებ.
როდესაც უკან მოვფრინავდით, მიუნხენში შეგვხვდა დათო გომართელი, რომელიც ასევე ნეაპოლში იმყოფებოდა და მან მითხრა, ყველა გაკვირვებული და გაოცებულიაო. ეს საერთოდ ვინ არისო, ტატუც კი არ აქვსო და ეკლესიაში დადისო...“, - ამბობს ბარათაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„გადაუსხეს 4 ქიმია და გაუნულეს ისედაც მცირე გადარჩენის შანსი! აღარაფერს აღარ ჰქონდა აზრი, დილის 5-ზე გაგვიფრინდა...“ - ლევან თალაკვაძე იაშვილის კლინიკას არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებს
🔵„ამ ტრადიციული სტატუსის დროც დგება! ზუსტად 6 დღეში „ცეკვავენ ვარკსკვლავები“ იწყება“ - ნოე სულაბერიძე