ცნობილი მომღერალი დავით კენჭიაშვილი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მის სიმღერებს სოციალურ ქსელებში ნახევარ მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.
იგი პროექტში „სილქ ვეი სთარ“ ჟიურის ერთ-ერთი წევრია, რაზედაც იგი „ფეისბუკზე“ წერს.
მისი თქმით, საერთაშორისო მუსიკალური პროექტის მიზანია აბრეშუმის გზის ქვეყნების კულტურული დაახლოება:
„ყოველთვის, როცა ჩემს ქვეყანას წარვადგენ, სიამაყის შეგრძნებაცაა და უზარმაზარი პასუხისმგებლობაც.
მით უმეტეს ისეთი გრანდიოზული მასშტაბის პროექტში, როგორიცაა „სილქ ვეი სთარ“ - საერთაშორისო მუსიკალური პროექტი, რომლის მიზანია აბრეშუმის გზის ქვეყნების კულტურული დაახლოება.
მე ბედნიერი ვარ, რომ „ჩაინა მედია გრუპის” და ყაზახეთის პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ ამ უმნიშვნელოვანეს პროექტში, 11 ქვეყნის გვერდით, ჩემი საქართველოს დროშა ფრიალებს და მე, როგორც ჟიურის უცვლელი წევრი, სიამაყით ვდგავარ მსოფლიოს წინაშე ამ სცენაზე“, - წერს დათო კენჭიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕კვლევა: 2023 წელს პასიური მოწევა 1,66 მილიონი ნაადრევი სიკვდილის მიზეზი გახდა
🎥 „გილოცავ, დიდხანს მყავდე...“ - გია დავითიანის მეუღლე 53 წლის გახდა