Digest Logo

„ღირსი ხარ პასუხი გაგებინო სიცრუეზე... აღარ იმღერო ის სიმღერები, რომელიც წლების წინ დაგიწერე“ - დაპირისპირება შოუბიზნესში

1707383240
მასტერიმასტერი

ქართველი რეპერი გიორგი პავლიაშვილი იგივე „მასტერი“ სოციალურ ქსელში წერდა, რომ ქეთი მელუას ლეიბლმა და თავად მომღერალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააუქმოს დუეტის ლიცენზია, ანუ სიმღერის აღება მოითხოვეს.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი განხილვა მოჰყვა. „მასტერს“ კოლეგებიც დაუპირისპირდნენ და მასზე პოსტებიც დაწერეს.

მომღერალმა კოლეგები, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დატოვა და მაია დარსმელიძესა და მებო ნუცუბიძეს სოციალურ ქსელში საჯაროდ დაუპირისპირდა.

„ღირსი ხარ პასუხი გაგებინო სიცრუეზე, რასაც უტიფრად ავრცელებ, რომ ვითომ პირდაპირ ავიღე ქეთის სიმღერა ყოველგვარი თანხმობის გარეშე, შემიძლია სახეზე აგაფარო SoNy-ს, (Sony Records), MBG-ს (ქეთის ლეიბლის) და თავად არტისტის ხელშეკრულებები - სადაც ყველა დეტალზე თანხმობა მაქვს!!! საბავშვო ბაღში ხომ არ გგონია თავი „კოლეგავ"? მეც არ გამიკვირდა გადაცემა „კუსტიკამ" რატომ შეიკავა თავი ამ კლიპის პრემიერაზე, როცა მივმართე და პასუხიც აღარ მომწერეს.

მაია დარსმელიძე, ამ ლოგიკით და მიდგომით უნდა მოგთხოვო, აღარ იმღერო ის სიმღერები, რომელზედაც წლების წინ ინგლისური ტექსტი დაგიწერე.

P.S. რომ აღარ იციან რა მომიგონონ, ცრუ ინფორმაციებს ავრცელებენ, რომ ვითომ ქეთიმ არც კი იცოდა სიმღერის შესახებ და ისე ავტვირთე. ქეთის ინსტაგრამ სთორი მაინც გენახათ, სადაც თავად წერდა როგორ მოეწონა ნამუშევარი“, - წერს მასტერი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მე-9 ცხედარი იპოვეს

მერკური 3-ჯერ იქნება რეტროგრადულ მოძრაობაში - რატომაა ეს პერიოდები განსაკუთრებით საყურადღებო და რა მიმართულებით უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე

„3 წელია რაც ერთმანეთს გადავეყარეთ, თუმცა შეგრძნება მაქვს, რომ მთელი ცხოვრებაა ერთად მოვდივართ“ - ზურა გორგაძე თაკო ჩორგოლაშვილს დაბადების დღეს ულოცავს