
ნატო გელაშვილი ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და კომპოზიტორია. მის შემოქმედებას, როგორ საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და აქტუალობას არასდროს კარგავს. პოპულარობით სარგებლობენ ნატოს შვილებიც, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები. დედის მსგავსად, შვილებიც განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემებით არიან დაჯილდოებული.
მომღერალმა ნატო გელაშვილმა ახალი ლექსი დაწერა, რაც სოციალურ ქსელში გაავრცელა:
„მფარველ ანგელოზს:
არ ვიცი ვინა ხარ.. უფალთან გიპოვე,
არ ვიცი სადა ხარ… ოცნებად მიტოვებ
თუმცა კი…თოვა რომ მომინდეს
ვიცი, რომ ითოვებს.
მე ჩემად დაგარქვი ცხოვრების იმედი,
არასდროს არ მტოვებ, იცი რომ მჭირდები,
თუმცა მედარდები…
ვიცი, რომ იღლები..
არ ვიცი სადამდე გრძელდება ცხოვრება…
მადლი მოფენილი …სულ მემახსოვრება
არ ვიცი სადა ხარ, არ ვიცი ვინა ხარ…
უბრალოდ მინდა, რომ იცოდე… მიყვარხარ“, - წერს ნატო გელაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რა ლამაზი გოგო ხარ, ჩვენს ბიჭს ამშვენებ“ - გიორგი ლორიას მეუღლე ახალ ფოტოებს აქვეყნებს
⭕ნანუკა გულუა მესამე შვილის დედა გახდა - „ულამაზესი კირა კაშია დაიბადა❤️“
⭕ივნისის 3 მაგიური თარიღი, როდესაც სურვილების ასრულების გაცილებით მეტი შესაძლებლობა გვექნება