პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის რძალი ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც იგი შავ კაბაში პოზირებს.
კადრებმა გამომწერების კომპლიმენტები დაიმსახურა:
„შეუდარებელი ადამიანი ხარ...“.
„ანათებ“.
„უძვირფასესი გოგო“, - წერენ კომენტარებში.
ნანუკა გუდავაძე საზოგადოებისთვის წლებია კარგად ნაცნობი სახეა. ის 2018 წელს ბერა ივანიშვილზე დაქორწინდა და მას შემდეგ წყვილი მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ნანუკა და ბერა სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევიან და გამომწერებს ხშირად უზიარებენ როგორც ყოველდღიურ, ისე განსაკუთრებულ ოჯახურ მომენტებს. ბერას და ნანუკას პირველი შვილი, ბერუკა ივანიშვილი, 4 წლის წინ, 29 ნოემბერს შეეძინათ. მეორე შვილი, 2023 წლის 20 მარტს ეყოლათ, რომელსაც დადუ დაარქვეს.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ არის დაჟინებული მზერა საშიში?
⭕„მზის ჩასვლა და გულის წასვლა“ - ალექსანდრა პაიჭაძე ინდონეზიაში მოგზაურობს
⭕„სიყვარული არის ბედნიერება“ - ქეთი ძიგუას და ლევან ქარაზანიშვილის რომანტიკული კადრები