სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მეუფე ნიკოლოზის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ბედნიერია, მას რომ პირადად არ იცნობს.
„იმასაც ვერ დავუშვებდი, სასულიერო პირზე ძვირი მომესმინა; თუ საყვედურს იტყოდა ვინმე, არ გინდა, ნუ განიკითხავ, ისიც ადამიანია და თავისი ცოდვა უფალთან მოეკითხება-მეთქი, ბევრისთვის მითქვამს.
დღეს ცხოვრებაში პირველად, გულშიც და ხმამაღლაც ვიტყვი საყვედურს მეუფის სამოქალაქო პოზიციის მიმართ და არ ვინანებ: მეუფე ნიკოლოზ, შერიგება ახლა უნდა დავიწყოთ? თან უსამართლო მიშას „კურთხევით”? მისი თანხმობით?
- რას ამბობ, მეუფე?!
- უცნობთან ბრძანდებოდით სტუმრად. გისმინე, მეუფე, და გული მწყდება:
- მიშას დროს, ციხეში და ზონაზე შევდიოდიო, არავის უთქვამს, რომ აწამებდნენო!!!!
- გული მწყდება, განა იმ ციხეში შესულს, პატიმრის თქმა გინდოდა, მეუფე? სახეზე არ ეწერა იმ ხალხს, რა ცხოვრებაც ჰქონდათ?
- რას აბობ, მეუფე?!!!
- ჩანს, არ გენდობოდნენ, მეუფე, პატიმრები…
- ძალიან მწყდება გული! ის იუმორიც ძალიან უადგილო და უგულო იყო, რომ ბრძანეთ, პატიმრებმა მითხრეს, გარეთ მანქანებს ვინ მოიპარავს, ყველანი აქ ვართო!!!
- არც არავის დაუწუწუნია, თქვენთან, პატიმრის ოჯახის წევრს?
- პრეზიდენტი რომ იყო, მიხეილი, არაფერი გსმენია ადამიანების ჩაგვრაზე? უკანონობაზე? უსამართლობაზე?
- თუ არა, და, ჩანს, არც გარეთ გენდობოდნენ, მეუფე. ძალიან მწყდება გული.
გუშინ უცნობთან ბრძანდებოდით სტუდიაში, სიკეთეზე საუბრობდით, სიყვარულზე, შერიგებაზე, სიძულვილის დასრულებაზე. პარალელურად ტვ „იმედზე” გადაცემა მიდიოდა, ადამიანები დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ დატოვებულ უდიდეს სულიერ ტკივილზე საუბრობდნენ, ყველას თავისი ტკივილი ჰქონდა მოტანილი სტუდიაში, ყველა მათგანს მძიმე ტომარასავით აქვს მოკიდებული ზურგზე ეს ტკივილი და ატარებს, ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე! ნეტა, ახლა მაინც, სატელევიზიო გადაცემით მაინც, გაგეგოთ სხვების ტკივილი…
მიხეილ სააკაშვილს შერიგებისკენ და მიტევებისკენ მოუწოდეთ, პარდონ!!!კიდევ მან უნდა მოგვიტევოს?!!!!
- „იმედი მაქვს, ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და ახალი ერა დაიწყება”-ო, ბრძანეთ.
- რას ამბობთ, მეუფე?! კიდევ კარგი, ეს მხოლოდ თქვენი პირადი პოზიციაა, როგორც მოქალაქის. ხალხი, ხალხის ტკივილი, განცდა,
საზოგადოება სად დაიკარგა, თქვენს პოზიციაში, მეუფე?
… ჩემი ბოდიში დედა ეკლესიას, მის მიერ თქვენთვის მონიჭებულ სტატუსს, ჯვარს და შესამოსელს! მაგრამ, როგორც მოქალაქეს, ბედნიერი ვარ, რომ პირადად არ გიცნობთ და არც არასოდეს გაგიცნობთ!
დიდება უფალს! უფალი ხედავს!”,- წერს მაია ნიკოლეიშვილი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵 VIDEO: როგორ სახლში ცხოვრობს თენგიზ ცერცვაძე მეუღლესთან ერთად და როგორია მათი სიყვარულის ისტორია