მარინა კაჭარავა არის ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი, კლინიკური ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოთერაპევტი და ადიქციის კვლევისა და კონსულტაციის ცენტრის დამფუძნებელი. იგი აქტიურად მოღვაწეობს საგანმანათლებლო და კლინიკურ სფეროში, არის არაერთი საჯარო ლექციისა და კურსის ავტორი.
იგი სტუმრად გადაცემაში „ვეძებ“ იმყოფებოდა, სადაც პირად ტრაგედიაზე ისაუბრა.
როგორც თავად ამბობს, მშობიარობის შემდეგ, 2 დღეში ექიმებმა უთხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა, რადგან იგი 6-თვიანი იყო:
„ეს ჩემი ჩუმი ტრაგედიაა, დაიბადა გოგონა, დავინახე მისი ცისფერი თვალები.
ეს ისტორია არის ჩვენი ოჯახის ტრაგედია.
დაბადებისთანავე ცოცხალი იყო და 2 დღე იცოცხლა. ბავშვი დაიღუპაო, რომც ეცოცხლა მაინც არ ივარგებდაო, რადგან 6-თვიანი იყოო და იმდენი პრობლემა ექნებოდაო, მადლობა უნდა თქვა, რომ ასე მოხდაო.
2 დღე-ღამე მე იქ ვიყავი და ველოდებოდი სასწაულს. ეს ტკივილია, რომელიც არის ყრუ და მგონია, აღარაფერი ეშველება. ეს ჭრილობა გაიხსნა მაშინ, როცა მოვისმინე ისტორიები ამ წლებში მომხდარი ისტორიები იმავე სამშობიაროში“, - ამბობს მარინა კაჭარავა.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://youtube.com/shorts/n6DkQ6IWIO8?si=E7RBl7zA5IMgetvG

ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ისევ ვარჯიში, ისევ შრომა, ისევ წინ“ - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება
⭕საკვერცხის კიბოს ადრეული სიმპტომები, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ