
ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი მიძღვნილი შრომით, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ამა თუ იმ რჩევებს და სახალისო ისტორიებს მისი წარსულიდან. ზურა შევარდნაძის ბაღი სახელწოდებით „გარდენია“, თბილისთან ახლოს მდებარეობს და იქ ზურა თავის ოჯახთან ერთად ყვავილებსა და მცენარეებს უვლის. ამასთან იგი აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ღონისძიებებში, სადაც ყვავილებისა და ბუნებაში მცენარეების მნიშვნელობაზე საუბრობს. მის ბაღში მუდამ სტუმრიანობა არის და ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი საინტერესო ადგილია.
ზურა შევარდნაძე 15 ივლისს იუბილარი იყო, ფლორისტი 46 წლის გახდა და სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო.
ამჯერად იგი სამადლობელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ იმდენი სითბო მიიღო, გაისად ამ დრომდე ეყოფა.
„ჩემი დაბადების დღეა 46 წლის გავხდი.
ბოლომდე არ მერგება სიხარული რადგან ბევრ რამეზე ვდარდობ. გარშემო იმდენი უბედურებაა... ბოლომდე ბედნიერი მაშინ ვიქნები როცა ჩემს ქვეყანაში ადამიანებს ეყვარებათ ერთიმეორე, დაზოგავენ, მოუფრთხილდებიან ერთმანეთს.
მე კი ნამდვილად იმდენი სითბო მივიღე გაისად ამ დრომდე მაინც მეყოფა. გმადლობთ, გმადლობთ, გმადლობთ!!!!!
დიდ სიყვარულს ვგრძნობ და ეს უსაშველოდ მახარებს, ძალას მაძლევს“, - წერს ზურა შევარდნაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მალე გვბეზრდება ერთფეროვნება, გვიყვარს ფლირტი და ბედნიერება...“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე
🎥 „ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი“ - როგორ მოვიქცეთ ძლიერი სიცხის დროს?
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით