Digest Logo

🎥 „ჩემი დებიუტი ჯაზორკესტრთან“ - რა კადრებს გვიზიარებს ბარბარა სამხარაძე

1772779840
ბარბარა სამხარაძე

25 წლის მომღერალი ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. მან სცენაზე პირველივე გამოჩენისთანავე შეაყვარა მაყურებელს თავი და მათი მხარდაჭერით, პროექტის გამარჯვებულიც გახდა. მას შემდეგ წლები გავიდა, ბარბარა გაიზარდა, დაიხვეწა, ბოლო დროს საკმაოდ გახდა და საკუთარი მუსიკალური სტუდიაც ჩამოაყალიბა.

იგი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, სადაც გამომწერებს მნიშვნელოვან ამბებს უზიარებს.

მომღერალმა ჯაზორკესტრთან ერთად სიმღერა შეასრულა, რაც მისთვის დებიუტია:

„ჩემი დებიუტი ჯაზორკესტრთან“, - წერს ბარბარა სამხარაძე.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის მომღერალი შეყვარებულია. აი, რას ამბობდა იგი ერთ-ერთ ინტერვიუში:

„როცა უკვე მითხრა, რომ მიყვარხარო, მარტო ის ვუთხარი, რომ მე შენთან ძალიან მშვიდად  ვარ და ეს თუ სიყვარულია, მაშინ მეც მიყვარხარ.

მართალია, მეხმარება იმ ტრავმების დამუშავებაში, რაც ამ თემასთან დაკავშირებით მქონდა.

შეხვედრა მოხდა ოპერაში, მაგრამ გაცნობით სოციალური ქსელიდან გავიცანი.

ყველაზე საინტერესოა, ის არის რომ ჩემზე არ იცოდა ვინ ვიყავი“, – აცხადებს ბარბარა სამხარაძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

​ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის მარტში დიდი სიურპრიზი ელოდება

„დიეტა არ ნიშნავს არ ჭამას, შიმშილობა ასუქებს!...“ - რას წერს ლევან შელეგია

„ადამიანი ქმნის ფიქრს, სიცოცხლე წრეა, რომელიც მარადისობისკენ მიგორავს“ - გია მურღულია