გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ დიეტა არ ნიშნავს არ ჭამას, შიმშილობა კი ადამიანს ასუქებს:
1. წნევა არ ირტყმევინება
2. არც გული
3. სუნთქვას სრულიად ავტონომიურია, მას არც ყურადღება უნდა, არც მონდომება. გინდა - არ გინდა სუნთქავ! მით უმეტეს პანიკური შეტევისას!
4. ეპიდურალური ანესთეზია მშობიარობისას ვერანაირად ვერ დააზიანებს ზურგის ტვინს
5. საჭიროებისას ფსიქოლოგთან მისვლა შინაგანი კულტურის და სიძლიერის ნიშანია
6. ოპერის მომღერალი არ არის აუცილებელი იყოს მსუქანი. ცხიმი ბგერასთან კავშირში არ არის
7. მეორედ, მესამედ, მეოთხედ… გათხოვილი ქალი არ არის ბოზი
8. დედა არ არის შვილის საკუთრება
9. არც შვილი დედის!
10. “როდის აპირებ დაოჯახებას?" - განუვითარებელი ტვინის და უპატივცემულობის სიმპტომია
11. კაციც ადამიანია,- მას აქვს უფლება იყოს სუსტი, სევდიანი, იტიროს, დაემართოს დეპრესია
12. ზებრაზე მანქანის არ შენელება-გაჩერება პოტენციურად მკვლელობაა!
13. ყველამ „უმაღლესში“ არ უნდა ჩააბაროს, ეს არ გამოადგება არც ძალით სტუდენტს, არც ქვეყანას.
ფაქტი სახეზეა საქართველოში
14. სახლის დალაგება, მაგიდის ალაგება, საჭმლის გაკეთება ზოგადად ადამიანის ერთ-ერთი უნარია, სქესისგან სრულიად დამოუკიდებელი
15. ადამიანის რწმენა, შემოსავალი, ორიენტაცია შენი საქმე არ არის, საკუთარ ცხოვრებას მიხედე!
16. მარხვა არ არის ვეგანური დიეტა, როგორც ძალიან გავრცელებულია ეგზიბიციონისტ მორწმუნეებში.
17. დიეტა არ ნიშნავს არჭამას
18. შიმშილობა ასუქებს! კი, კი, ნამდვილად სწორად წაიკითხე!
19. ხშირად ხათრით იწყება ნეპოტიზმი და რეგრესი
20. სადარბაზოც შენია!
21. ლიფტიც!
22. ქალაქიც
23. ამ სამის მოვლით ხარ ნაღდი პატრიოტი.
️24. ბირჟას გამაგრება არ უნდა, საზღვრებს კი!
25. ძმაკაცის და არ არის შენი სისხლით ნათესავი
26. გრძელი თმები, საყურეები, არა შავი ტანსაცმელი არანაირ კავშირში არ არის სექსუალურ ორიენტაციასთან
27. საშვილოსნოს ქონა არ ავალდებულებს ქალს ჰყავდეს შვილები
28. ადამიანი არ არის დედამიწის ბოსი
29. ცხოველებს, რა თქმა უნდა, აქვთ სული, ემოციები, ცრემლები.
ამაში მხოლოდ შემომედავება რელიგია დაზუთხული „ლუარსაბი“ დამოუკიდებლად აზროვნების უნარის მკაფიო დეფიციტით.
30. მამიკოს მთვრალი ძმაკაცების მოთხოვნით „პასპორტის“ ჩვენება პათოლოგიურია და შეიძლება ბავშვის ფსიქიკაზე უარყოფითად დაილექოს
31. ცოლთან არანაირი სექსი არ ტეხავს! ტეხავს მისი ღალატი და სხვებთან იმ სიამოვნების მიღება, რაზედაც წმინდანად შერაცხილ, მაგრამ დამლაგებლად ჩამოქვეითებულ ცოლს უარს ეუბნები.
32. დამიჯერე, არ არის არანაირი პრობლემა შენმა ცოლმა „მაგ პირით“ დილით ბავშვებს აკოცოს. გაიხსენე, საიდან გამოვიდნენ პირველ რიგში ეგ შვილები, სანამ შენი ცოლის სხეულში მოხვდებოდნენ“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ადამიანი ქმნის ფიქრს, სიცოცხლე წრეა, რომელიც მარადისობისკენ მიგორავს“ - გია მურღულია
⭕„კარგია გეგმების და მიზნების განახლება, გადახედვისთვის...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი