![გიორგი ჯაჯანიძე გიორგი ჯაჯანიძე](https://digest.ge/uploads/files/2025/02/12/65158/giorgi-jajanidze_w_h.jpeg)
ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა.
იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ პოსტს აქვეყნებს ინდოეთიდან და საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.
„ინდოეთში ვარ, უკვე მესამედ.
სამჯერ სხვა და სხვა, განუმეორებელი, განსხვავებული, განსაკუთრებული ემოცია მეუფლება. მიუხედავად იმისა, რომ აქ ძალიან მომწონს, ძალიან მაბედნიერებს ის ფაქტი, საქართველოში რომ დავიბადე.
აქ, ყოველ ჩამოსვლაზე ვხვდები, რამდენად ძლიერია სიცოცხლის სიყვარული. ბოლომდე შევიგრძნობ დროის ფასს, რომელიც განგებისგან მოგვეცა. ბოლომდე გავიაზრე, რომ ადამიანისთვის დროა ყველაზე ძვირფასი და მთავარი.
არ ვუსმენ არაფრის მომცემ ადამიანებს, რომლებიც ფუჭად ფლანგავენ დროს და აგრესიით საზრდოობენ.
მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ, სხვას განიკითხავენ, სხვას ასწავლიან ჭკუას და თავისი არაფერი გააჩნიათ, გარდა ცრუ, დროებითი ფიზიკური სიამოვნებისა.
ჩემი დიდი ბებია მლოცავდა ხოლმე: ტკბილად და ბედნიერად დამიბერდიო. მაშინ პატარა ვიყავი და ვერ ვხვდებოდი რას მეუბნებოდა. ახლა უკვე მივხვდი, როცა ტკბილად და ბედნიერად დავბერდი“, - წერს გიორგი ჯაჯანიძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ცნობილია, როდის აღდგება გაზმომარაგება სრულად - „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს