Digest Logo

„ჩემი დილა იწყება ძლიერი ტკივილგამაყუჩებლით... 16 იანვრამდე უნდა მივაღწიო...“ - გიორგი სუხიტაშვილი

1673419442
მსახიობი გიორგი სუხიტაშვილი

მომღერალი - გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ზურგის ტკივილი აწუხებს.

მისი თქმით, ყველა პრობლემას გაუმკლავდება, რადგან წინ დიდი მაგალითი - დედა ჰყავს, რომელიც სიძლიერის ეტალონია.

„ჩემი დილა (საღამოც) იწყება ძლიერი ტკივილგამაყუჩებლით.

ვისაც მუდმივი ტკივილი აწუხებს ის მიხვდება რას ნიშნავს ცოტა შვებას იგრძნობ.

ხომ და 16 იანვრამდე უნდა მივაღწიო როგორმე. იმედი მაქვს უკეთ იქნება ყველაფერი.

ჰო, ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი შემოტევა იყო ადამიანებისგან რომლებსაც სხვა ყველა და ყველაფერი სძულს, ყველას საქმე უკეთ იციან.

„თქვენ რა გიჭირთ“
„არაფერი არ გაკლიათ“
„კარგია მდიდრული ცხოვრება“

ამ სტატუსსაც მოჰყვება,

„ნუდადებ და არ გეტყვიან“
„კონცერტზე კარგად ტლინკაობდი“
„თოფს რომ ისვრი რატო არ გტკივა“
„ხალხს უარესები ჭირთ და ჩუმად არიან“
„კაცი ხარ რა გაწუწუნებს“

ყველა ადამიანები ვართ ჩვენი უამრავი სიხარულით და წუხილით, სიამოვნებით და ტკივილით.

მე პირადად აღარც მახსოვს მერამდენე ოპერაციაა სავარაუდოდ მე-4 ან მე-5.
(ყველას გავიხსენებ მერე)

მიუხედავად უამრავი პრობლემისა არასოდეს ჩამომიყრია ყურები, არც სხვას მივცემ ამის საშუალებას, ბავშვობიდან მივეჩვიე ამას, დედაჩემია ჩემთვის ბრძოლის და გაუტეხლობის მაგალითი, ჩემი ზურგის ტკივილი რა მოსატანია მის პრობლემებთან მაგრამ უკვე მე-5-ე წელია დედაჩემი ჩემზე ყოჩაღია, ჰოდა, როდესაც წინ ასეთი მაგალითი გაქვს რა გაგტეხს!

ახლაც როდესაც ამ სტატუსს ვწერ მეღიმება მიუხედავად იმისა რომ ნემსი ჯერ გასაკეთებელი მაქვს და ზურგიდან მესმის „ვახ სოფელსა ამას“, - წერს სუხიტაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„იპოქონდრიული შეტევა გადასაღებ მოედანზე დამემართა. ეს გამოიწვია უძილობამ და გადაღლამ...“ - რას ამბობ რუსკა ქარქაშაძე

🔵„წარმართობის დროინდელია და დღემდე პრაქტიკული გამოყენება აქვს. ფასდაუდებელი წყაროა კულტურის, ანთროპოლოგიური, რელიგიის კვლევებისთვის“ - ვახუშტი მენაბდე

🔵„ისე მოიქეცი, ვითომ დედაჩემი ხარო და ტელეფონი ქალს მიაწოდა, დამიდასტურა, რომ კაცი ნამდვილად აეკიდა ბავშვს!“ - სალომე ლიპარტელიანი მშობლებს აფრთხილებს