ჯგუფში „ვეძებ“ გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ, სადაც ახალგაზრდა გოგო დედას ეძებდა, ბიოლოგიური მშობლის პოვნის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც ირკვევა, იპოვეს იმ ემოციური წერილის ავტორი, რომელმაც ყველა შეძრა.
წერილის შინაარსის მიხედვით, დედა რომელიც იძულებული იყო შვილი დაეტოვებინა, ბავშვს მომხდარის მიზეზებს უხსნის და ბედნიერებას უსურვებს.
„ჯგუფის წევრებო, კეთილო ადამიანებო! ჩემი ისტორია, ამ წერილის მერე ასე განვითარდა! მამა გარდაცვლილია, ჩემი არსებობის შესახებ არც კი სცოდნია.
მე გავიგე ჩემი წარმომავლობა, ვნახე წერილის ავტორი, ბიოლოგიური დედა და მინდა გითხრათ, რომ მართალი ბრძანდებოდით, როდესაც აღნიშნავდით ფაქტს, რომ წერილი არ იყო შედგენილი 17 წლის გოგონას მიერ! ავტორი 35წლის ქალბატონი გახლდათ და მას ქორწინების გარეშე მოუწია შვილის გაჩენა, მაგრამ ეს ყველაფერი ძვირად დაუჯდა, რადგან იძულებული გახადეს სამშვიდობოს ვყოლოდი და გავეშვილებინე!
შუამავლები, რა თქმა უნდა, მოქმედებდნენ საკუთარი ინტერესებით და მშვილებელ ოჯახს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს… სტუდენტი, შეცდენილი გოგონა ბავშვს აშვილებსო! მოგიწოდებთ, რომ არ ენდოთ ამ ისტორიებს! სულ ესაა რაც მინდა გითხრათ და რა თქმა უნდა მადლობა ჯგუფ ვეძებ ყველას ვინც მმგულშემატკივრიბდით. ვერაფერი შეედრება იმ გრძნობას, როდესაც იღვიძებ თვითგამორკვეული და ასევე იძინებ მშვიდად, იცი ვინ ხარ, საიდან მოდიხარ! გაგმართლებოდეთ და ისევე მალე გეპოვნოთ ის ადამიანები, რომლებსაც ეძებთ! 3დღეში როგორც მე! ყველაზე გრანდიოზული მადლობა ჩემს აღმზრდელ დედას და ისევ და ისევ ჯგუფ “ვეძებ”-ს. ყველა მძებნელის გულშემატკივარი ვარ! სიყვარულით თ.
პ.ს. კვლავ მადლობა კეთილ ადამიანებს ჩემთვის გაღებული დნმ ტესტისთვის, რომლის გაკეთების მოლოდინში ვარ!“, - წერს ჯგუფის წევრი.
ასევე დაგაინტერესებთ: