Digest Logo

„წარმატებული არასდროს უფრთხის სხვის წინსვლას... შინაგანად მშვენიერი არასდროს დაიშურებს გულწრფელ კომპლიმენტს“ - ფსიქოლოგი

1784291779
ნინი დგებუაძე

უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ბედნიერი ადამიანი, მუდამ ეძებს გზას, რათა გარშემომყოფებსაც გაუზიაროს თავისი შინაგანი სინათლე და ახალი მიზნებისკენ უბიძგოს მათ.

წარმატებული არასდროს უფრთხის სხვის წინსვლას, იგი ყოველთვის მზადაა ხელი გამოგიწოდოს და მხარი დაგიჭიროს.

კეთილი თავისი არსებობითა და თბილი სიტყვით შთაგაგონებს, ხოლო შინაგანად მშვენიერი ადამიანი არასდროს დაიშურებს გულწრფელ კომპლიმენტს, რადგან სხვის სილამაზეში საფრთხეს კი არა, ესთეტიკას ხედავს.

ვისი სულიც ცარიელია და საკუთარი თავისთვისაც კი ვერაფერი უპოვიათ საკმარისი, მუდამ შეეცდებიან შენი სინათლის ჩაქრობას.

მათ გვერდით სიფრთხილეა საჭირო, რადგან სხვისი სიმაღლე მუდმივად ახსენებთ საკუთარ სიმცირეს.

სამყაროში, სადაც ყველას თავისი ბრძოლა აქვს, ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც შეგიძლია საკუთარ თავს გაუკეთო, შენი გარემოცვის გონივრულად შერჩევაა.

ნუ შეგეშინდება იმ ადამიანებისგან დისტანცირების, რომლებიც შენს ენერგიას და ენთუზიაზმს თრგუნავენ. შენი დრო და შინაგანი მშვიდობა ზედმეტად ძვირფასია იმისთვის, რომ სხვების კომპლექსებსა და სიცარიელეს შესწირო.

გარშემო შემოიკრიბე ისინი, ვისი წარმატებაც გულწრფელად გიხარია და ვისაც შენი წინსვლა ეამაყება და რაც მთავარია, თავადაც ყოველთვის იყავი ის ადამიანი, რომელიც სხვებისთვის გზას ანათებს და არა ის ვინც, მას უბნელებს პერსპექტივას.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მდაბალ ადამიანს ღმერთი აჩვენებს თავის ცოდვებს...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

🎥 „ჩემი პატარა გოგო...“ - ალექსანდრა პაიჭაძე შვილთან ერთად ბათუმში ისვენებს

🎥 „როდესაც ვხვდები, რომ შეიძლება ძალიან არასწორად მოვიქცე, ვიღაცას ვატკინო, მივდივარ ტაძარში და...“ - როგორ ისწავლა მალიბუ ტუღუშმა მოთმინება