Digest Logo

„ითვლება, რომ დღეს წარმოთქმული სიტყვები, ფიქრები და განზრახვები განსაკუთრებულ ენერგიას ატარებს...“ - 20 ივლისის ასტროპროგნოზი

1784524227
სასწორი სასწორი

20 ივლისი - დაძაბული დღე, რომელსაც კონსტრუქციული გამოსავალი აქვს. სიტყვის ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დღე.

დღევანდელი დღე გვთავაზობს ენერგიას, რომელიც გვასწავლის შინაგანი წონასწორობის შენარჩუნებას მაშინაც კი, როდესაც გარე სამყარო მაქსიმალურად გვიჭერს მარწუხებს. მთვარე მთელი დღის განმავლობაში სასწორის ნიშანში იმყოფება, ამიტომ დღის მთავარი თემა ბალანსია, რაც გულისხმობს საკუთარი სურვილების, გარემოებებისა და სხვა ადამიანების ინტერესების ურთიერთშეთანხმებას.

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თითოეულ ადამიანს თავისი სიმართლე, საჭიროებები, მოლოდინები და გამოცდილება აქვს. ამიტომ არ უნდა ვკონცენტრირდეთ მხოლოდ საკუთარი პოზიციის დაცვაზე. გაცილებით შედეგიანი იქნება სხვისი მოსმენა, სიტუაციის ფართო პერსპექტივიდან დანახვა და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ურთიერთგაგებასა და სამართლიანობაზეა დაფუძნებული.

თუმცა ამ ბალანსის შენარჩუნება მარტივი არ იქნება. დღის განმავლობაში მთვარე სატურნთან ოპოზიციაში იმყოფება, რაც ემოციურ სიმძიმეს, მარტოობის განცდას ან მხარდაჭერის ნაკლებობის შეგრძნებას აძლიერებს. შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ გარშემომყოფები ზედმეტად მომთხოვნები არიან, საკუთარ პრობლემებში არიან ჩაძირულნი ან ვერ ამჩნევენ, რამდენად რთულია თქვენთვის ეს პერიოდი.

ასევე შესაძლებელია დამატებითი პასუხისმგებლობების აღება მოგიწიოთ. შეიძლება გაჩნდეს ახალი სამუშაო, ოჯახური საკითხები ან ვალდებულებები, რომელთა გადადებაც შეუძლებელი იქნება. ზოგიერთს გეგმების შეცვლა, შეფერხებები ან მკაცრი წესების გათვალისწინება მოუწევს.

ასეთ ვითარებაში ბუნებრივი რეაქცია შეიძლება იყოს გულისწყვეტა, საკუთარ თავში ჩაკეტვა ან სხვების დადანაშაულება, თუმცა დღევანდელი ასტროლოგიური ფონი სულ სხვა გაკვეთილს გვთავაზობს. ის გვასწავლის ემოციურ სტაბილურობას - საკუთარი მდგომარეობისთვის პასუხისმგებლობის აღებას, საკუთარ საჭიროებებზე მშვიდად საუბარს და ვალდებულებების შესრულებას ისე, რომ არ შეიქმნას განცდა, თითქოს მთელი სამყარო თქვენს წინააღმდეგ არის.

საბედნიეროდ, დღის ენერგია მხოლოდ გამოწვევებით არ შემოიფარგლება. მთვარე ჰარმონიულ ტრინს ქმნის მარსთან, რაც ძლიერ დამხმარე ფაქტორად იქცევა. სწორედ ეს ასპექტი გვაძლევს ენერგიას, სიმამაცეს, კონცენტრაციასა და მოქმედების სურვილს. ის საშუალებას გვაძლევს, დაგროვილ დაძაბულობა კონსტრუქციულად მივმართოთ.

თუ სირთულე წარმოიშობა, შეადგინეთ მკაფიო გეგმა და ეტაპობრივად მიჰყევით მას. თუ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, შესთავაზეთ კომპრომისი. თუ გაღიზიანებას იგრძნობთ, საუკეთესო გამოსავალი ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში, სეირნობა ან სახლის მოწესრიგება იქნება. როდესაც ემოციები ფიზიკურ მოძრაობაში სუბლიმირდება, აზრებიც გაცილებით ნათელი ხდება.

დღეს წარმატების მთავარი გასაღებია მშვიდი, მაგრამ მტკიცე მოქმედება. ზუსტად იცოდეთ, რა გსურთ, დაიცავით საკუთარი საზღვრები, მაგრამ მოერიდეთ აგრესიას, ზედმეტ სიმკაცრესა და დრამატიზებას. გულწრფელი საუბარი ყოველთვის უკეთეს შედეგს მოიტანს, ვიდრე დუმილი, ხოლო გადაწყვეტილებების ძიება - ბრალდებებზე ბევრად ნაყოფიერი იქნება.

დღის ყველაზე მნიშვნელოვანი თავისებურება კი ის არის, რომ მეშვიდე მთვარის დღე სიტყვის განსაკუთრებულ ძალას უკავშირდება. ითვლება, რომ დღეს წარმოთქმული სიტყვები, ფიქრები და განზრახვები განსაკუთრებულ ენერგიას ატარებს და მომავალში განხორციელების ძლიერი პოტენციალი აქვს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღებით მოეკიდოთ იმას, რასაც ამბობთ - როგორც საკუთარ თავზე, ისე სხვებზე.

ეცადეთ, დღეს რაც შეიძლება მეტი პოზიტიური სიტყვა და მადლიერება გამოხატოთ. ჩამოწერეთ თქვენი სურვილები, ხმამაღლა წაიკითხეთ ისინი და მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ, რა მიმართულებით გსურთ თქვენი ცხოვრების განვითარება. მაგალითად, შეგიძლიათ საკუთარ თავს უთხრათ:

„მადლიერებით ვიღებ სამყაროს ყველა საჩუქარს, რომელიც ჩემს ცხოვრებაში შემოდის.“

დღევანდელი დღე ასევე ხელს უწყობს სულიერ პრაქტიკებს, მედიტაციას, შინაგან მენტორთან კავშირის გაღრმავებას, საგვარეულო ენერგიებთან მუშაობას, შემზღუდველი რწმენების შეცვლასა და საკუთარი ცხოვრების ახალი ეტაპისთვის მომზადებას.

კარგი იქნება, თუ დღეს მანიფესტაციის წერილსაც დაწერთ. მადლობა გადაუხადეთ სამყაროს იმისთვის, რაც უკვე გაქვთ, შემდეგ კი დეტალურად აღწერეთ, რისი მოზიდვაც გსურთ თქვენს ცხოვრებაში. წაიკითხეთ ეს წერილი ხმამაღლა, მთელი გულითა და ემოციით, შემდეგ კი შეინახეთ მომდევნო მეშვიდე მთვარის დღემდე.

დღეს განსაკუთრებით ძლიერი იქნება შემდეგი აფირმაციები:

1. ჩემს სიტყვებს სამყარო ისმენს, რადგან ისინი ჩემი სულის ჭეშმარიტ მიზანს გამოხატავენ.

2. მე ვენდობი სამყაროს და მივყვები გზას, რომელიც ჩემს ჭეშმარიტ მიზანთან მიმიყვანს.

3. ყოველი ჩემი სიტყვა ატარებს სინათლის, სიყვარულისა და განკურნების ენერგიას.

4. ვუშვებ ყველა წყენას და ვათავისუფლებ სივრცეს ბედნიერებისა და ახალი შესაძლებლობებისთვის.

5. ჩემი სიტყვებით ვქმნი იმ რეალობას, სადაც მინდა ცნობიერად და ბედნიერად ცხოვრება.

6. მზად ვარ მივიღო ყველა ცოდნა და შესაძლებლობა, რაც ჩემს განვითარებას და მაღალ ცნობიერებას ემსახურება.

7. ნებისმიერი კრიზისი და ცხოვრებისეული გამოწვევა ჩემს შინაგან ძალად და სიბრძნედ იქცევა.

8. მე დღეს ვირჩევ სიუხვეს, სიხარულს, სიმშვიდეს, სიბრძნეს და ცხოვრების ახალ, ბედნიერ ეტაპზე გადასვლას.

გარდა ამისა, დღის განმავლობაში ეცადეთ ხშირად წარმოიდგინოთ ის რეალობა, რომლის შექმნაც გსურთ. ვიზუალიზაცია გააკეთეთ ისე, თითქოს სასურველი უკვე ახდენილია. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი იმ ცხოვრებაში, რომელზეც ოცნებობთ, შეიგრძენით ამ მდგომარეობის ემოციები და მიეცით თქვენს წარმოსახვას მომავლის შექმნის შესაძლებლობა.

გახსოვდეთ: ზოგჯერ ერთი მშვიდად ნათქვამი სიტყვა, ერთი გულწრფელი აღიარება ან ერთი მცირე, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯი საკმარისია იმისათვის, რომ სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვალოს. სწორედ ძლიერი და პოზიტიური სიტყვებითა და გადაწყვეტილებებით ვქმნით ჩვენი მომავლის ენერგიას. ბედნიერ დღეს გისურვებთ!

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი ამინდია მოსალოდნელი 20 ივლისს საქართველოში

„წარმატებული არასდროს უფრთხის სხვის წინსვლას... შინაგანად მშვენიერი არასდროს დაიშურებს გულწრფელ კომპლიმენტს“ - ფსიქოლოგი

„მდაბალ ადამიანს ღმერთი აჩვენებს თავის ცოდვებს...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება