12 ოქტომბერს მომღერალი ბარბარა სამხარაძე იუბილარი იყო.
იგი 26 წლის გახდა. როგორც მისი სოციალური ქსელით ირკვევა, საიუბილეო წვეულება მან სახლში, მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა.
გარდა ამისა, მომღერალმა საჩუქრად ულამაზესი თაიგულები მიიღო:
„ჩემი საოცნებო დაბადების დღე ✨
26 ✨“, - წერს ბარბარა სამხარაძე.
ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. მან სცენაზე პირველივე გამოჩენისთანავე შეაყვარა მაყურებელს თავი და მათი მხარდაჭერით, პროექტის გამარჯვებულიც გახდა.
მას შემდეგ წლები გავიდა, ბარბარა გაიზარდა, ბარიატრიული ოპერაციის შედეგად წონაშიც დაიკლო. ამასთან, პირად განვითარებასაც დაუთმო დიდი ძალისხმევა და საკუთარი მუსიკალური სტუდია ჩამოაყალიბა.
ნახეთ, ფოტოები 👇


ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ტესტოსტერონის ნორმა კაცებში - რაზეა დამოკიდებული მისი მაჩვენებელი
🎥 „არ მიირთვა კვერცხი, რომლის ზედაპირი, ნაჭუჭი დაზიანებულია...“ - კვების სპეციალისტის გაფრთხილება
🎥 „ყველაზე დიდი შეცდომა იყო“ - რას ჰყვება ნინი ქარსელაძე ქორწინებაზე