ტესტოსტერონი არის მთავარი სასქესო ჰორმონი (ანდროგენი) კაცებში, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის განვითარებასა და ფუნქციონირებაში. კაცებში ის ძირითადად სათესლე ჯირკვლებში სინთეზირდება. მცირე რაოდენობით ტესტოსტერონს ქალის ორგანიზმიც გამოიმუშავებს, სადაც ის აუცილებელია ზოგადი ჯანმრთელობისთვის.
ტესტოსტერონის ნორმასა და მაჩვენებელზე უროლოგ-ანდროლოგი სანდრო ჯიბღაშვილი სოციალურ ქსელში საუბრობს:
„ტესტოსტერონი ანდროგენული ჰორმონია, რომლის მაჩვენებელი ორგანიზმში დამოკიდებულია კაცის აღნაგობაზე, გენეტიკასა და ცხოვრების წესზე.
რა თქმა უნდა, არსებობს ნორმის მაჩვენებელი.
ის დაახლოებით მერყეობს 10-12 mol/L-იდან 35 mol/L-მდე.
ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და იცვლება ასაკთან ერთად“, - ამბობს სანდრო ჯიბღაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „არ მიირთვა კვერცხი, რომლის ზედაპირი, ნაჭუჭი დაზიანებულია...“ - კვების სპეციალისტის გაფრთხილება
🎥 „ყველაზე დიდი შეცდომა იყო“ - რას ჰყვება ნინი ქარსელაძე ქორწინებაზე
🎥 სეზონური ინფექციების მართვა შემოდგომაზე - რჩევები ინფექციონისტ მალვინა ჯავახაძისგან