მომღერალმა ნინი ქარსელაძემ სულ პატარა ასაკში მოიპოვა პოპულარობა. მის სიმღერას „ჩემი ქალაქი“ დღემდე არაერთი მსმენელი ჰყავს. მან სიმღერა ჯგუფ „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად ჩაწერა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მომღერალი თითქმის აღარ ჩნდება ტელევიზიაში, კვირას, „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ნოესთან“ იგი ცხოვრების მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრებს:
„გვერდიდან ძალიან უდარდელი ცხოვრება ჩანს ჩემი, მაგრამ საკმაოდ ბევრი გავიარე ცხოვრებაში.
შევიცვალე ძალიან.
ისეთი რაღაც დაუბრალებიათ {მეგობარს}, რისი ღირსიც არ ვიყავი, ნამდვილად ვიცი, რომ არ ვიყავი მაგის ღირსი.
ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა იყო ეს ქორწინება...“, - ამბობს ნინი ქარსელაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 სეზონური ინფექციების მართვა შემოდგომაზე - რჩევები ინფექციონისტ მალვინა ჯავახაძისგან
🎥 როგორ გამოვიდეთ ტოქსიკური ურთიერთობებიდან - რჩევები ფსიქოლოგ ბარბარე ჭკუასელისგან