Digest Logo

🎥 „ჩემი სირცხვილია, რომ აქამდე ვერ მივაღწიე... გილოცავ პრემიერას დაგვიანებით“ - რას წერს მარიკა ბაკურაძე

1712734529
გიორგი გასვიანი

ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც რეჟისორ სერგო ფარაჯანოვის სპექტაკლზე საუბრობს, რომელშიც ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი გასვიანი მონაწილეობს.

ტელეწამყვანი კოლეგას წარმატებულ პრემიერას ულოცავს.

მარიკა ბაკურაძის პოსტს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ხომ გგონიათ, რომ ძველ დაცრეცილ ფირს უყურებთ და ნელ-ნელა ირკვევა რა ხდება კადრში. ცოტა აყირავებულად იმიტომ გადავიღე. დაახლოებით ამ განცდითაა სავსე ფარაჯანოვის მემუარების მიხედვით დადგმული სპექტაკლი, ახმეტელის თეატრში.

ფარაჯანოვი ჩემს გვერდით ქუჩაზე ცხოვრობდა, მე ვერ მოვესწარი, თუმცა და როცა იქ გავივლი, სულ ვაკვირდები სახლს, გარემოს, ნახევრად სარდაფის მეზობლებს, ფანჯრებს, სულ მაინტერესებს - როგორი იყო ცხოვრება მაშინ. და აი ზუსტად იმ ცხოვრებას აცოცხლებს ეს სპექტაკლი, მეზობლებით, ზინგერის მანქანასთან მჯდომი მკერავი დეიდით, ცრურწმენებით, ზარდახშაში ჩალაგებული ძველი ნივთებით და მაქმანებიანი ნიღბებით.

ჩემი სირცხვილია, რომ აქამდე ვერ მივაღწიე და ასე დაგვიანებით ვნახე ეს სპექტაკლი. წუხელ, გვიან გამოვედით თეატრიდან მე და კიკი, სახლში მეტროთი დავბრუნდით და გზაში, ბნელ გვირაბში, მეტროს ფანჯრებში ცოცხლდებოდა იმ დროის თბილისი.

გილოცავ პრემიერას (ასე დაგვიანებით). თან როგორ მიხარია, რომ მომდევნო და სრულიად სხვა როლში გნახე და თან შენმა როლმა დატოვა რაღაც ძალიან სევდიანი, მოგონებების სასაფლაოდან. მადლობა ამ საღამოსთვის“, - წერს მარიკა ბაკურაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ იწყება დილა 10-შვილიან ოჯახში? - ნახეთ, ვიდეო

🎥 „ეს ქალი ყველაფერია“- ნოე სულაბერიძე და ორნელა მუტი, შეხვედრა ლეგენდასთან

🎥 „დღეს ფორტუნა თქვენ მხარესაა, შესაძლოა მიიღოთ საჩუქრები“ - 10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის