პოპულარული ქართველი პოპმომღერალი დათო ფართო საზოგადოებამ 1990-იან წლებში, ლეგენდარული ქართული პოპჯგუფის, „სახის“ შემადგენლობაში გაიცნო. იგი 25 ივნისს იუბილარი იყო, მომღერალი 51 წლის გახდა.
დაბადების დღე მომღერალს ცოლმა, თაკო ტუხაშვილმა სოციალურ ქსელში მიულოცა:
„დღეს ჩემი soul mate-ის დაბადების დღეა.
გისურვებ ყოველთვის იყო ბედნიერი, ჯანმრთელი და წარმატებული“, - წერს თაკო ტუხაშვილი.
დათო ხუჯაძე ამჟამად დაქორწინებულია თაკო ტუხაშვილზე. მათ ჰყავთ საერთო შვილი პატარა თემო.
მომღერალს წინა ქორწინებებიდან კიდევ ორი შვილი ჰყავს: უფროსი ქალიშვილი მელანო (ნათია ონიანთან) და უმცროსი ილა (ეკა დალაქიშვილთან).
ასევე დაგაინტერესებთ: