Digest Logo

„ჩემი ყველაზე დიდი ოცნება და მიზანი ყოველთვის იყო საქართველოს ღირსეულად წარმოჩენა... დროა, ყველას ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია ქართველებს “ - თეონა კბილაშვილი

1763011591
თეონა კბილაშვილ

ულამაზესი მოდელი თეონა კბილაშვილი წლებია ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს. მან ცოტა ხნის წინ განსაკუთრებით საამაყო ჯილდო მიიღო – „მის ნიუ-იორკი“ გახდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მოდელმა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა და თქვა, რომ მისი ყველაზე დიდი ოცნება და მიზანი საქართველოს ღირსეულად წარმოჩენა იყო:

„ჩემი ყველაზე დიდი ოცნება და მიზანი ყოველთვის იყო საქართველოს ღირსეულად წარმოჩენა. როგორც ემიგრანტი, რომელიც გაიზარდა ამერიკაში, მუდამ ვფიქრობდი იმ დღეზე, როცა ჩემი წარმატება ჩემს ქვეყანასაც გააბედნიერებდა.

როდესაც მოდელობა დავიწყე, მიზნად დავისახე, რომ ერთ დღეს ამ დიდ სცენაზე ავაფრიალებდი საქართველოს დროშას ოცნების სიმბოლოს, რომელიც წლების განმავლობაში გულით დამქონდა. და აი, დღეს ეს ხდება მე დავუბრუნე იმედი ჩემს თავს, ჩემს ქვეყანას და იმ ახალგაზრდებს, ვინც ჯერ კიდევ ეძებს საკუთარ გზას.

მინდა გითხრათ არასდროს დანებდეთ! იმუშავეთ საკუთარ თავზე, იწამეთ თქვენი შესაძლებლობები და მოუსმინეთ თქვენს გულს, რადგან გულმა ყოველთვის იცის გზა. რაც გსურთ, აუცილებლად მოხდება უბრალოდ გაბედეთ და წადით წინ.

ვიცი, როგორია როცა რთულია, როცა ბევრს არ სჯერა, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვის ხალხი სიკეთით უპასუხეთ ყველაფერს. სწორედ სიყვარული, შრომა და სიძლიერე გვაქცევს იმ ადამიანებად, ვინც ვართ და უნდა ვიყოთ.

ჩვენ დავბრუნდით დიდ სცენაზე და ახლა დროა, ყველას ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია ჩვენ, ქართველებს!  
მიყვარხართ მთელი გულით“, - წერს თეონა კბილაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„დაე, სულ ასე მხარდამხარ ჩემო ძვირფასო, ძალიან ბედნიერი უნდა მყავდე“ - არჩილ სოლოღაშვილი 46 წლის გახდა

როგორი ამინდია მოსალოდნელი 13 ნოემბერს საქართველოში

13 ნოემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობა, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით