ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანი და მსახიობი არჩილ სოლოღაშვილი 1979 წლის 13 ნოემბერს დაიბადა. იგი 46 წლის გახდა.
არჩილ სოლოღაშვილს საზოგადოება ეკრანზე ყოველდღიურად ხედავს. ის „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გუნდის წევრია.
განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებთ არჩილ სოლოღაშვილსა და ტელეწამყვან თიკა ფაცაციას, რომელმაც კოლეგას სოციალურ ქსელში გულთბილი სიტყვები მიუძღვნა:
„დღეს ჩემი ადამიანის დაბადების დღეა, სულ ერთმანეთის ზურგს ვამაგრებთ. დაე, სულ ასე მხარდამხარ ჩემო ძვირფასო მეგობარო.
ბევრი ბავშვურად ლაღი წლები ჩვენს ანგარიშზე, ბევრი სიცილ-ხარხარი.
ძალიან ბედნიერი უნდა მყავდე, დაფასებული და გახარებული“, - წერს თიკა ფაცაცია.
შეგახსენებთ, რომ არჩილ სოლოღაშვილი ტელეწამყვან ნუცა ქავთარაძეზე 11 წელია დაქორწინებულია. წყვილს ერთი 3 წლის შვილი ჰყავს, რომელსაც სანი ჰქვია.
არჩილის ბიოგრაფიიდან რამდენიმე ფაქტს გაგაცნობთ: იგი თავდაპირველად თეატრალურ სკოლა-სტუდიაში „ბერიკები“ სწავლობდა. 1999 წელს შოთა მილორავას სახელობის საესტრადო სასწავლებელი ქართული ქორეოგრაფიის განხრით დაამთავრა. გარდა ამისა, ტელეწამყვანი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტზეც სწავლობდა.
2006 წელს არჩილ სოლოღაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, მეტყველების კულტურის ფაკულტეტი დაამთავრა.
2006 წლიდან ტელეწამყვანი თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. 2010 წელს შეასრულა „სანდროს“ როლი, ფილმში „ოცნების ქალაქი“. 2013 წელს მიიღო თეატრალური პრემია „დურუჯი“, ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“, სპექტაკლში „(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი“.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 13 ნოემბერს საქართველოში
⭕13 ნოემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობა, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით
🎥 „რადგან ეტლში ხარ ფიზიკურად ვერ შეძლებ ბავშვის გაჩენასო...“ - რას ჰყვება ეკა ქაჯაია