თეონა თავართქილაძის და რეზი არველაძის უფროსი შვილი, ვატო არველაძე იუბილარია.
მას დაბადების დღეს სოციალურ ქსელში მეუღლე, მაკუნა ზედაშიძე ულოცავს და საერთო ფოტოებს გვიზიარებს:
„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო საუკეთესო მეგობარო.
მიყვარხარ სამუდამოდ!“, - წერს მაკუნა ზედაშვილი.
ცნობისთვის, ვატო არველაძეს და მისი მეუღლეს ერთი შვილი ჰყავთ.
თეონა თავართქილაძის რძალი პროფესიით ფსიქოლოგია. ვატო კი ფეხბურთელების ოჯახის ერთადერთი შვილია, რომელმაც თავადაც პროფესიად ფეხბურთელობა აირჩია.
მაკუნასა და ვატოს სიყვარულის ისტორია წლების წინ საინტერესოდ დაიწყო. მოგვიანებით ვატო არველაძე ინტერვიუში იხსნებდა:
„ეს მაგარი ისტორიაა. „ფეისბუქზე“ მომეწონა მისი ფოტოები, ვწერდი და ორი წელი არ მპასუხობდა, მეუბნებოდა, პატარა ხარო. რომ გავიზარდე, თვითონ გამოჩნდა და მომწერა... და გავიფიქრე, ეს გოგო შარშია-მეთქი....“, - ამბობდა ვატო.

ასევე დაგაინტერესებთ: