პოპულარული ქართველი „ტიკტოკერი“ ნონა ვაშაყმაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს, რომელიც მის ყოფილ თაყვანისმცემლებს ეხება.
ცნობისთვის, ნონამ ცოტა ხნის წინ ბარიატრიული ოპერაცია (კუჭის დაპატარავება) გაიკეთა, რის შემდეგაც წონაში საგრძნობლად დაიკლო, ვიზუალი რადიკალურად შეიცვალა და შესანიშნავ ფორმაშია.
„ჩემო წარუმატებელო ყოფილებო, დამწკრივდით ახლა მნახეთ, როგორ „ვიდზე“ ვარ და მიყურეთ. მაგარს ვჭამ, მაგარსაც ვგულაობ და თქვენ კიდე ფუფალა არ გამოგყვებათ“, - ამბობს იგი ვიდეომიმართვაში.