საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ნაკრებისა და ოლიმპიური გუნდის ცნობილი ექიმი-რეაბილიტოლოგი, გიორგი ჭინჭარაული დღეს, 18 სექტემბერს, 35 წლის გახდა.
„ჭინჭოს“ სახელით ცნობილი მედიკოსი წლებია ქართველი ათლეტების ფიზიკურ მომზადებასა და ტრავმების შემდგომ აღდგენას ხელმძღვანელობს.
იუბილარს დაბადების დღეს სპორტული სამყაროს წარმომადგენლები, კოლეგები და არაერთი გულშემატკივარი სოციალურ ქსელში თბილი სურვილებითა და ემოციური პოსტებით ულოცავენ.

პროფესიულ მიღწევებთან ერთად, „ჭინჭო“ საზოგადოებასა და სოციალურ ქსელებში გამორჩეული იუმორით, უშუალობითა და ემოციური პოსტებით იპყრობს ყურადღებას. ტურნირების კულისებიდან გაზიარებული კადრები, სპორტსმენების გამხნევების უნიკალური სტილი და გუნდში არსებული ოჯახური ატმოსფერო დიდწილად სწორედ მის სახელს უკავშირდება. სწორედ ამ თვისებების გამო, იგი არა მხოლოდ სპორტსმენების, არამედ ქართული სპორტის ქომაგებისთვის საყვარელი პერსონაა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როცა სტილი და სექსუალურობა ერთიანდება: ალექსანდრა პაიჭაძის მორიგი ეფექტური გამოჩენა