სოციალურ ქსელში იმ პოლიციელზე გავრცელდა ინფორმაცია, რომელმაც უცნობი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, სამართალდამცველი 45 წუთის განმავლობაში ცდილობდა გადაერჩინა კაცი, რომელსაც გული გაუჩერდა.
„ეს პოლიციელი არის ქუთაისელი, სახელი, გვარი არ ვიცი.
დღეს ჩემს მეზობლად გული გაუჩერდა ადამიანს, იქნებოდა 53 წლის მამაკაცი და სასწრაფო, ვინ არ იყო მოსული, მაგრამ 45 წთ-ის განმავლობაში არ გაჩერდა.....
ომი ჰქონდა სიკვდილთან ჩვეულებრივი და აჯობა სიკვდილს !! და სიცოცხლე იხსნა მაგ ადამიანის ! სასწაული
ჩაიდინა სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, უბრალოდ მინდა იცნობდეთ რომ არის ადამიანი და არის გმირი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: