Digest Logo

„ჩემს საყვარელ ბიძას ვუყურებდი ახლა ერთი საათი გახელილ თვალებში...“ - ზურა ბერიკაშვილზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა

1716277168
ზურა ბერიკაშვილი

მსახიობ ზურა ბერიკაშვილის დისშვილი ანო მაისურაძე, სოციალურ ქსელში ბიძასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ზურას მდგომარეობა არ იცვლება.

როგორც ანო ამბობს, მსახიობს თვალები გახელილი აქვს, თუმცა ვერაფერს აცნობიერებს.

„ჩემს საყვარელ ბიძას ვუყურებდი ახლა ერთი საათი თვალებში. გახელილ თვალებში, რომლებიც ვერაფერს ხედავენ.

ვერ ველაპარაკები, არ შემიძლია.

იქნებ, სულ ერთი წამით იმაზე დაფიქრებამ, რამხელა ბედნიერებაა მზერა ადამიანის თვალებში, თუნდაც ერთ-ერთი ჩვენგანის ცნობიერებაში შეცვალოს რამე.

რაღაცნაირად იქნებ სასიკვდილოდ არ გავიმეტოთ ერთმანეთი, არც სიტყვით, არც მუშტით, არც გაზით, არც არაფრით.

ქოცებო, ნაცებო, ბაბლო, რობოკოპებო, რაინდებო, მღვდლებო, ახალგაზრდებო და ძველგაზრდებო, გულანთებულებო, გულნატკენებო - ადამიანებო, საკუთარ თავთან რომ ვრჩებით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლოს და ბოლოს? ალავერდს თქვენთან ვარ“, - წერს ანო მაისურაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „რემონტი რომ გვქონდა, მივხვდი, რომ ხვიჩას არ გამოსდიოდა და ჯობდა მე გამეკეთებინა...“ - როგორია ხვიჩა მაღლაკელიძისა და მარი ჩახვაძის 24-წლიანი თანაცხოვრება

🎥 უნდა ვამეცადინოთ თუ არა ბავშვები ზაფხულში? - რომელი კლასგარეშე ლიტერატურა შევთავაზოთ სკოლის მოსწავლეებს

🎥 30-წლიანი ემიგრაციის შემდეგ რეზო ჩხიკვიშვილი მაყურებელთან შესახვედრად ემზადება - ცნობილია სად გაიმართება შემოქმედებითი საღამო