Digest Logo

„ჩემს თავს გავურბივარ და ვემალები ტკივილს, რომელსაც გიორგის მონატრება ჰქვია“ - თამუნა მდივანის ემოციური პოსტი

1766408971
თამუნა მდივანი

დრამისა და კინოს მსახიობ, ინფლუენსერ თამუნა მდივანს, 29 აპრილს ვაჟი გიორგი მდივანი გარდაეცვალა.

თამუნამ სოციალურ ქსელში შვილთან დაკავშირებული ემოციური პოსტი გაავრცელა:

„დღეები მიქრიან, თვეები მირბიან, მე ჩემს თავს გავურბივარ და ვემალები ტკივილს, რომელსაც გიორგის მონატრება ჰქვია.

დროდადრო შევჩერდები, შიშით მოვიხადავ უკან და ჩემს თავს ვეუბნები: სად მირბიხარ, ვერსად დაემალები, გაჩერდი, შეხვდი და მიანდვე უფალს, ეს არის შენი რეალობა და ისწავლე ამ რეალობასთან და მონატრებასთან ერთად ცხოვრება!

გიო შენ სულ ჩემს გულში იქნები ჩემო უსასრულო მონატრებავ, მიყვარხარ და ამას ვერაფერი შეცვლის!“, - წერს თამუნა მდივანი. 

ცნობისთვის, გარდაცვალების მიზეზზე გარდაცვლილის ნათლია სოციალურ ქსელში წერდა და ამბობდა, რომ გიორგიმ ნასვამმა დაიძინა, ღამე ღებინება დაეწყო და გაიგუდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ ვუმკურნალოთ კისრის გაშეშებას სახლის პირობებში

🎥 „ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვისაც გაუხარდა ჩვენი ბედნიერება!“ - კადრები კონსტანტინე სულამანიძის ქორწილიდან

„აირჩიეთ დიდი და ლამაზი თეფში, დაალაგეთ 12 მანდარინი წრიულად, უსასრულობის სიმბოლოს ფორმით...“ - თამუნა იოსელიანი ახალი წლის რიტუალზე