მინეროლოგი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ახალი წლის რიტუალზე საუბრობს.
მისი თქმით, საჭიროა 12 მანდარინი, დიდი, ლამაზი და ახალი თეფში, სანთელი.
თამარ იოსელიანი ამბობს, რომ ეს რიტუალი არა მხოლოდ ემოციურად ავსებს დღესასწაულის ატმოსფეროს, არამედ გეხმარებათ სიუხვის, წარმატებისა და კეთილდღეობის მოზიდვაში:
„ახალი წლის 12 მანდარინის რიტუალი:
ეს რიტუალი არა მხოლოდ ემოციურად ავსებს დღესასწაულის ატმოსფეროს, არამედ გეხმარებათ სიუხვეზე, წარმატებასა და კეთილდღეობაზე სწორად განეწყოთ მომავალი წლისთვის.
რიტუალის დასაწყებად დაგჭირდებათ 12 მანდარინი.
ეს რიცხვი შემთხვევითი არ არის. სიმბოლურად უკავშირდება სიუხვესა და იღბალს. მანდარინი ახალ დასაწყისსა და კეთილდღეობასთან ასოცირდება, ამიტომ მისი გამოყენება საახალწლო რიტუალში განსაკუთრებით ძლიერ ენერგიას ატარებს. შეარჩიეთ ახალი, მწიფე და სურნელოვანი ციტრუსები.
წინასწარ მოამზადეთ რიტუალისთვის ადგილი: აირჩიეთ დიდი და ლამაზი, სასურველია ახალი თეფში. დაალაგეთ 12 მანდარინი წრიულად, უსასრულობის სიმბოლოს ფორმით. წრის ცენტრში მოათავსეთ სანთელი და აანთეთ. სანთელი იქნება იმ სინათლისა და სითბოს სიმბოლო, რომელსაც თქვენს ცხოვრებაში იწვევთ.
ახლა კონცენტრირდით და მოეწყეთ თქვენს ფინანსურ მიზნებზე. დაფიქრდით, რის მიღწევა გსურთ 2026— ცხენის წელს. წარმოიდგინეთ თქვენი სურვილების ახდენა. ყოველი ჩასუნთქვით შეივსეთ კეთილდღეობის განცდით, ხოლო ამოსუნთქვისას გაუშვით შიშები და ეჭვები.
შემდეგ აიღეთ ერთი მანდარინი და ყურადღებით დააკვირდით მას. წარმოიდგინეთ, რომ ამ ნაყოფში თქვენი ოცნებებია ჩადებული. მანდარინის კანზე მარკერით დაწერეთ თქვენი ფინანსური მიზანი — მაგალითად:
„შემოსავლის გამრავლება“, „ახალი სამსახური“, „ბიზნესის შექმნა“.
დააბრუნეთ მანდარინი წრეში და ასე გააგრძელეთ, სანამ ყველა 12 მანდარინზე არ ჩაიწერება თქვენი მიზნები. დასრულების შემდეგ ახედეთ ზემოთ და გულით მადლობა გადაუხადეთ სამყაროს — იმისთვის, რომ თქვენი სურვილები უკვე მოსმენილია.
რიტუალის დასრულება შეგიძლიათ მანდარინების დაგემოვნებით ახლობლებთან ერთად. გაუზიარეთ ერთმანეთს ახალი წლის მიზნები და გეგმები — ეს გააძლიერებს ურთიერთობებს და შექმნის პოზიტიურ, კეთილდღეობაზე მომუშავე ატმოსფეროს.
დღესასწაულის შემდეგ ნუ იჩქარებთ დამუხტული მანდარინების ქერქების გადაგდებას. დატოვეთ ისინი სახლში რამდენიმე დღით. ყოველ ჯერზე, როცა მათ დაინახავთ, გაიხსენეთ თქვენი სურვილები და განზრახვები, შეივსეთ ახალი წლის ენერგიით.
და რაც ყველაზე მთავარია — არ შეიტანოთ ეჭვი. სურვილები აუცილებლად ახდება. გისურვებთ ყველა სურვილის ასრულებას“, - წერს თამუნა იოსელიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ფეხბურთელ ნიკუშა ჭანტურიასა და ნია წივწივაძის ოჯახური იდილია - წყვილის საახალწლო განწყობა