
ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
ამჯერად არუნ ხათრიმ სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოები გაავრცელა და ცოლს ემოციური სიტყვები მიუძღვნა:
„მე ვმართავ მანქანას, მაგრამ ერთად ვმართავთ ცხოვრებას.
უკან ზის ის, ვინც ჩემთან ერთად იდგა ყველა ბრძოლაში, ყველა ოცნებაში და ყველა სიხარულში – ჩემი თამთა, ჩემი სამუდამო“, - წერს არუნ ხათრი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მე მიყვარს ცხოვრება და მასაც ვუყვარვარ“ - ალექსანდრა პაიჭაძე ახალი იმიჯით