
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე მისი ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა:
„სამყაროში ადამიანზე ძვირფასი არაფერი არ არის და ღმერთმა, უპირველეს ყოვლისა, შენი საკუთარი თავი ჩაგაბარა და მოგკითხავს მაგ საკუთარ თავს, იმიტომ, რომ პავლე მოციქული ხაზგასმით ამბობს, რომ არ გეკუთვნის შენი ხორცი და სული შენ, იმიტომ, რომ დიდი საფასურია მასში გადახდილი, შენთვის სამყაროს შემოქმედი მოვიდა ადამიანად და შენი ცოდვების გამო, შენი ცოდვები რომ წაშლილიყო - მოკვდა და შენ რომ ამას უგულებელყოფ - საკუთარ თავს აზიანებ, ამის უფლება არ გაქვს შენ, გესმის?!
თავისუფლება რომ გვაქვს - ეს საოცარია, მაგრამ მეორე მხრივ, ეს თავისუფლება ორლესული მახვილია,
თუ მას სწორად არ გამოიყენებ - საკუთარი თავის განადგურება მოჰყვება ამას.
უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე ვდგავართ ამ თავისუფლებით...“, - წერია გავრცელებულ პოსტში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მე მიყვარს ცხოვრება და მასაც ვუყვარვარ“ - ალექსანდრა პაიჭაძე ახალი იმიჯით