ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძეს მე-20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული პოეტური კრებულის ორიგინალი აჩუქეს.
„ეს მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული პოეტური კრებულის ორიგინალია. გალაკტიონ ტაბიძე - „თავის ქალა არტისტული ყვავილებით“- 1919 წელი.
დღეს მაჩუქა ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა, ნინო გედენიძემ. ემოციური გამოდგა ჩუქების ამბავი: დედამისი ახლახან გარდაიცვალა. ჩვენი საქმეების გულშემტკივარი გახლდათ და ეს წიგნი დაუტოვებია ჩემთვის ზეპირ ანდერძში. შესაბამისად - იყო ცრემლიც და გაოცებაც. დიდი საჩუქარია“ - წერს გიორგი კეკელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
„ნუცასთან ერთად ვულოცავ მთელ საქართველოს“ - რა ინფორმაციას ავრცელებს ზაზა შენგელია
🎥 „ვფიქრობ არის საუკეთესო მაგალითი...“ - ნუცა ბუზალაძის აქამდე უცნობი ვიდეო