დღეს პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე იუბილარია. ის 43 წლის გახდა.
ცნობილი ადამიანებისგან მილოცვები სოციალურ ქსელში უკვე მიიღო. ჩამონათვალში არიან მაკა რაზმაძე, გიორგი გასვიანი და ანრი ჯოხაძეც.
კოლეგები ნოე სულაბერიძეს ბედნიერებას და გამარჯვებას უსურვებენ.
„გილოცავ შენს დღეს!!! წარმატებები და ულევი ბედნიერება შენს ოჯახთან და ერთგულ ადამიანებთან ერთად“, - წერს ანრი ჯოხაძე.
„ნოე, მინდა გისურვო ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო! გილოცავ დაბადების დღეს“, - წერს გიორგი გასვიანი.
„ჩემთვის ერთ-ერთი ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ. ნამდვილ ურთიერთობებზე მეტი და ძვირფასი არც მეგულება არაფერი ამ ქვეყნად! გილოცავ დაბადების დღეს. მიყვარხარ, მეგობარო და ყველაფერი საუკეთესო მემეტება შენთვის. წარმატებები და გამარჯვებები სულ!“, - წერს მაკა რაზმაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: