ჟურნალისტი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის თაღლითობის მსხვერპლი გახდა. როგორც თავად ამბობს, მას ერთ-ერთი ცნობილი ადამიანის სახელით დაუკავშირდნენ და სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის დახმარება სთხოვეს.
„ეს წუთია თაღლითობის მსხვერპლი გავხდი! ერთ-ერთი ცნობილი ადამიანის სახელით დამიკავშირდნენ და სოციალურად დაუცველი ოჯახის დახმარება მთხოვეს. ვიდეო გავაზიარე ანგარიშის ნომრით!!! და მეც ცხადია თანხა ჩავრიცხე!!! ყველაფერი ფეიკი აღმოჩნდა!!! თანხა ვიღაც თვითმარქვია ნაძირალასთვის გადამირიცხავს”, – წერს მაია ასათიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 ანრი ჯოხაძის და ბაბი კირკიტაძის შთამბეჭდავი შესრულება, რომელიც სოც.ქსელს იპყრობს