Digest Logo

„ჩუმად აზიანებს ნაწლავს და პერიოდულად გვახსენებს თავს ტკივილით, დიარეითა და დაღლილობით“ - რა არის კრონის დაავადება

1775483125
მამუკა რაშოიანი

ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი, მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა თემაზე სასარგებლო და მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.

ამჯერად მან ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც კრონის დაავადებაზე ისაუბრა: 

„კრონის დაავადება არის ქრონიკული ანთება, რომელიც „ჩუმად“ აზიანებს ნაწლავს და პერიოდულად გვახსენებს თავს ტკივილით, დიარეითა და დაღლილობით.

ის არ ირჩევს ასაკს და ხშირად ცხოვრების რიტმზე რეაგირებს.

მკურნალობა ყოველთვის ინდივიდუალურია. მედიკამენტები ამცირებს ანთებას და გვეხმარება რემისიის შენარჩუნებაში, ხოლო მძიმე შემთხვევებში შესაძლოა ქირურგიული ჩარევაც გახდეს საჭირო.

ექიმთან დროული მისვლა აუცილებელია, თუ სიმპტომები გრძელდება კვირებით, იკლებს წონა ან ჩნდება სისხლი განავალში - ორგანიზმი დახმარებას ითხოვს.

კრონის დროს კვება წამალივით მუშაობს. სწორად შერჩეული საკვები ამცირებს ანთებას, იცავს ნაწლავს და გვინარჩუნებს ენერგიას.

რაც უფრო მარტივად მოსანელებელია საკვები, მით უფრო მშვიდია ნაწლავი.

ზომიერი მოძრაობა და სტრესის კონტროლი კი მკურნალობის უხილავი, მაგრამ ძლიერი ნაწილია.

კრონის მართვა შესაძლებელია - ცოდნით, ყურადღებით და ჯანსაღი ჩვევებით“, - წერს მამუკა რაშოიანი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 თეთრი ტორტი, შავი კაბა, ოჯახის წევრები და მეგობრები - კადრები ლიზა ჩიჩუას დის დაბადების დღიდან

„ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც თქვენს სიმშვიდეს არღვევს, რისი მოშორებაც გსურთ და დახიეთ“ - 6 აპრილის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

⭕„მის გარეშე სუნთქვაც არ შემიძლია“: ვინ არის მარიამ შუკაკიძის ახალი სიყვარული? – სკანდალური დაშორების შემდეგ მოდელი ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა