Digest Logo

„მის გარეშე სუნთქვაც არ შემიძლია“: ვინ არის მარიამ შუკაკიძის ახალი სიყვარული? – სკანდალური დაშორების შემდეგ მოდელი ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა

1775460482
მარიამ შუკაკიძე

ქართველი მოდელი მარიამ შუკაკიძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. გამორჩეული სილამაზის გოგონა სამი შვილის დედაა. რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ მარიამი მეუღლეს დაშორდა, რომელიც პროფესიით კაპიტანი იყო. ცნობისთვის წყვილი 8 წელი იმყოფებოდა ოფიციალურ ქორწინებაში. 

ამჯერად მარიამ შუკაკიძეს ახალი რჩეული ჰყავს, რომლის შესახებაც იგი ვრცელ პოსტს აქვეყნებს. 

„დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემს სიხარულს იზიარებს. უამრავი კითხვაა, რაზეც აუცილებლად ვისაუბრებ.

მადლობა უფალს, რომ გამომიგზავნა ადამიანი, რომლის გარეშეც სუნთქვაც კი არ შემიძლია. ის რომ არ ყოფილიყო, ალბათ მოვკვდებოდი, იმდენად რთული პერიოდი გავიარე. გული მტკივა იმ უამრავი ჭორის გამო, რომელიც ვრცელდება, ისინი სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება. რეალურად, თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რა და როგორ იყო.

მთავარია, ახლა ყველაფერი კარგად არის. ცხოვრება განვაგრძე ადამიანთან, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. აქვე გამოვეხმაურები იმ ხალხის მოგონილ ზღაპრებს, თითქოს მოხუცს გავყევი ცოლად მატერიალური მდგომარეობის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად. გეტყვით, რომ ის ძალიან ახალგაზრდა, წარმატებული, ჭკვიანი და საოცარი პიროვნებაა.

დრო ყველაფერს გასცემს პასუხს. არავის მიმართ არ მაქვს ბრაზი და ბოღმა. მე დღეს ნამდვილად ბედნიერი ვარ!“ - წერს მარიამ შუკაკიძე.

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მოერიდეთ ეგოიზმს და აგრესიას“ - რომელი დღეებია კვირის განმავლობაში ყველაზე სახიფათო?

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 6 აპრილს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕„ინვალიდის ეტლს რომ არ ვარ მიჯაჭვული, ეგ რატო არ გიკვირთ? მე შევიყვარე ჩემი თავი, ისეთი როგორიც ახლა ვარ! და ნეტავ ჩემი ბაჩოც გადარჩენილიყო და ისიც შეცვლილი ყოფილიყო...“ - ლიკა კუჭუხიძე მიმართვას ავრცელებს