
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, მისი ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა, სადაც ბედნიერებასა და დროის კარგვაზე საუბრობს:
„საინტერესოა ადამიანის დაცემული ბუნება – თუ არ ეტყვი მას, რომ დღეს შენთვის ბოლო დღეა,
ის იფიქრებს, ეშმაკის შთაგონებით - „ჯერ კიდევ ბევრი დრო მაქვს...“,
ეს ნიშნავს იმას, რომ დაცემული ბუნება არხეინებს,
დროს კარგავს,
და დროის დაკარგვა არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი პრობლემა,
ეს ისეთი საშინელი რამ არის, რომ ვერც კი ერევი ამას,
ბრძოლასაც წესიერად ვერ უწყებ, იმდენად საშინელი რამ არის დროის დაკარგვა,
და ჩვენ დასაკარგავი დრო არ გვაქვს,
ჩვენ ბედნიერება სხვანაირად უნდა ვეძებოთ,
სხვანაირად,
და არა იმაში, რაშიც დროს ვკარგავთ ხოლმე,
ყველამ თავისი იცის“, - აღნიშნულია დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: