Digest Logo

„ჩვენ დავბერდით და ისინი კი რა ღიმილით ახალგაზრდობენ!“ - გია მურღულია საინტერესო ისტორიას გვიზიარებს

1722864622
გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას პატარა და ამავდროულად საინტერესო ისტორიას უზიარებს.

გია მურღულია წერს, წერილებზე, რომლებმაც, მისის თქმით სტუდენტობის ხიბლი და ურთიერთობები შემოუნახეს.

„რამდენიმე დღის წინ ჩემმა კურსელმა გოგონებმა (მერე რა, რომ უკვე კაი ხანია, ბებიები არიან), ძველი წერილები იპოვეს - უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამხედრო შეკრებიდან გამომიგზავნია მათთვის.
ერთი შეხედვით, დიდი არაფერი - ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ამბებია საკურსო ხუმრობებით, მაგრამ ჩვენ ყველას ძალიან გაგვიხარდა.

უბრალო ამბავი ხომ არ არის - მთელი 4 წერილი აღმოუჩენიათ.

ყველა მათგანი 1976 წელს არის დაწერილი - 48 წლის წინ.

მოკლედ, რაღა მარუხის უღელტეხილის წერილები იმ ცნობილი ფილმიდან და რაღა ეს.

ამ წერილებმა შემოგვინახეს ჩვენი სტუდენტური ურთიერთობების ხიბლი - გულწრფელი სიყვარული, შეხუმრება, თანადგომა, თვითირონია, დაუვიწყარი შეღიმილება.

მოკლედ - ჩვენი ახალგაზრდობა შემოგვინახეს.

ჰოდა, წავედით - კათხა ლუდზე დავსხედით და ის წერილები წავუკითხე ჩემს კურსელებს.
ისე იცინოდნენ, როგორც მაშინ - დიდი ხნის წინ.

ბევრნი არ ვიყავით, მაგრამ ახალგაზრდობის მოგონებების გაცოცხლებას სიბევრე განა სჭირდება?
ზოგი ცოცხალი აღარ არის.

ზოგსაც ძალიან იშვიათად ვხედავ, მაგრამ ყველა მათგანი ჩემი ცხოვრების ნაწილია - არცროს დასავიწყებელი.
48 წლის წინ ახალქალაქიდან წერილებს ვწერდი ჩემს კურსელ გოგონებს - ჩვენი ბიჭების „ჯარში“ ყოფნის ამბებს ვუყვებოდი.

რა ვიცოდი მაშინ, ჩემივე წერილები 70 წელს მიღწეულ კაცს ასე თუ გამახარებდა.

...და ბოლო სამი სტრიქონიც:

აი, სიტყვები წარსულიდან -

ჩვენ დავბერდით და ისინი კი

რა ღიმილით ახალგაზრდობენ!“ - წერს გია მურღულია.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ხუთი ქართველი არბიტრი მონაწილეობს

როგორ ამინდს პროგნოზირებენ მომდევნო დღეების განმავლობაში

„ცხოვრების გასული 7 დღე, ოცნებაში ცხოვრება“ - ილია თოფურიას ცოლი შვილის უსაყვარლეს კადრებს ავრცელებს